აშშ-ის კონგრესის სენატმა, 2023 წლისთვის რეკორდული $858 მილიარდის მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ასევე უკრაინის სამხედრო დახმარების სახსრებს მოიცავს. ამის შესახებ Europe time.eu წერს.

თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობა $45 მილიარდით მეტია, ვიდრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატს თავდაპირველად შესთავაზა.

ბიუჯეტი ითვალისწინებს აშშ-ის სამხედროებისთვის ხელფასების გაზრდას, იარაღის შესყიდვის დაფინანსებას, ტაივანის მხარდაჭერას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება და უკრაინისთვის $800 მილიონის სამხედრო დახმარებას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

„პროექტი მიღებულ ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მხოლოდ ცალკეულმა ლიბერალურმა სენატორებმა და „ფისკალურმა კონსერვატორებმა“, რომლებიც ხარჯებზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს ითხოვენ, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს“, – წერს მედია.

კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ, თავდაცვის ბიუჯეტი 8 დეკემბერს დაამტკიცა. ახლა პროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.


 

მსგავსი სტატიები

  • 54
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 45
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 45
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 43
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…