2022 წლის 21 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი მთისპირის ადმინისტრაციულ შენობაში მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ („ბახვი 2ა“ და „ბახვი 2ბ“) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი გარემოს ეროვნული სააგენტოა. „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტი სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა. პროექტის  განვითარების მენეჯერმა ვალერი ხაჩიძემ, პროექტის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა; განხორციელებული კვლევები და გარემოსდაცვითი საკითხები კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა მიმოიხილა,  სოციალური პროგრამის შესახებ კი  კი განმახორციელებელი კომპანიის ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა ისაუბრა.

მთისპირში მიმდინარე საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მთისპირში მერის წარმომადგენელი ვლადიმერ ჩავლეშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ოთარ რევიშვილი, საგანმანათლებლო სექტორის   წარმომადგენლები და  საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სოფლების (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი და უკანავა) მოსახლეობა.

მთისპირში გამართული საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობის ინტერესის საგანი იყო დასაქმების შესაძლებლობები და გარემოსდაცვითი ასპექტები.  აღსანიშნავია, რომ 2 საათიანი განხილვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. აღინიშნა, რომ უკვე მეორე წელია კომპანია და მისი თითოეული თანამშრომელი აქტიურად მუშაობს დაინტერესებულ მხარეებთან. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, კვლევები, რომელიც კომპანიამ განახორციელა საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩართულობით, პროექტის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის პროექტის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ პროექტში შეიცვალა და გაუმჯობესდა ტექნიკური პარამეტრები, უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანს.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2022 წლის 20 ოქტომბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 14 ნოემბერს.

გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1048

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 73
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მთისპირსა და ჩხაკაურაში ჩატარდამდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 11 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა. განხილვას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლისა და ბაღის ხელმძღვანელები და პედაგოგები და მთისპირის…
  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 66
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…