გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით,ახორციელებს ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატით ცვლილებით  გამოწვეული კატასტროფული რისკების შემცირებას.

 

7-9 დეკემბერს, კაჭრეთში, სასტუმროკაჭრეთი ამბასადორში“  გაიმართა ყოველწლიური შემაჯამებელი სათემო ფორუმი, სადაც  განიხილეს „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რიცხვის შემცირება საქართველოში.“

ფორუმზე მოისმინეს  პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების,  ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრემეტეოროლოგიური სადამკვირებლო ქსელის გაფართოების საჭიროების შესახებ, გაიმართა  საფრთხის რუკების პრეზენტაცია, დროული შეტყობინების სისტემის გაფართოების შედეგების განხილვა, მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების, მდინარეთა აუზების მოწყვლადობის შედეგების პრეზენტაცია და ა. შ.

ფორუმზე აღინიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე და გავრცელების გეოგრაფია. ბოლო 23 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფები საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც მომავალი 10 წლის განმავლობაში შესაძლოა ეს ხარჯი 10-ჯერ გაიზარდოს.

11 მდინარის აუზისათვის შეიქმნება მრავალი საფრთხის მომცველი რისკების მართვის გეგმები, რომელთა შორის გურიის რეგიონის მდინარეების _ სუფსისა და ნატანების აუზებიცაა გათვალისწინებული.

სათემო ფორუმზე მდინარე სუფსისა და ნატანებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რაც წლების მანძილზე ათეულობით კაომპანიების მიერ ქვა-ღორღის უსისტემო და უკონტროლო ამოღებითაა განპირობებული და შესაბამისად ამ მდინარეების აუზში ვითარდება მეწყერული და სხვა პროცესები, ასევე სპეციალისტების აზრით მოსალოდნელია სავი ზღვის სანაპირო ზოლის რღვევის პროცესის დაწყება, პანელურის დისკუსიის დროს ისაუბრა გაზეთ „ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა.

ფორუმზე გამოვლინდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და UNDP Georgia-ს პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.

საუკეთესო ჟურნალისტური მედიანაშრომისთვის: „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“გაიმარჯვებული გახდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლევან ურიდია.

წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ გაზეთ „ალიონის“ რედაქტორს ნუგზარ ასათიანს, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ მარინა ჩიხლაძეს,  ტელეკომპანიების „ეგრისის“ და „ბორჯომის“ ჟურნალისტებს _ ჯემალ ღამბაშიძეს და ნინო ვარტაპეტიანს.

(კლიმატის ცვლილებებისა და მისგან გამოწვეული საფრთხეების თაობაზე გაზეთი „ალიონის“ მომდევნო ნომერში ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ გაეროს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელ ნინო ანთაძესთან).

მსგავსი სტატიები

  • 91
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 85
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 84
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 83
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…