2022 წლის 1 დეკემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი, ჰალილ გუვენი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლებს ეწვია. ის გურიაში კომპანია „ბახვი ჰესის“ მოწვევით ჩამოვიდა და ამავე კომპანიის ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრა ჩაატარა უფროსკლასელებთან (10,11,12), რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა იმ უნიკალურ შესაძლებლობებზერომელსაც სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველო სთავაზობს აბიტურიენტებს, მიიღონ ამერიკული განათლება თბილისში.

 

2020-2021 აკადემიური წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო აღარ იღებს სტუდენტების ახალ ნაკადს, მიუხედავად ამისა, პროექტი აგრძელებს არსებობას ახალი ფორმატით.პარტნიორმა უნივერსიტეტებმა უკვე გაიარეს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესი იმ STEM პროგრამებისთვის, რაც გადაეცათ.მათ უკვე დაწყებული აქვთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოსთან კოორდინაციით, აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებაც. სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტი, სამ წამყვან ქართულ უნივერსიტეტთან ერთად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობასდაეუფლონ საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ბაკალავრის ხარისხს მეცნირების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამების შეთავაზებით უნივერსიტეტი მხარს უჭერს როგორც მშენებლობის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სფეროების განვითარებას, ასევე საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებას და ამ გზით ქვეყნის ეკონიმიკურ ზრდას.

 

„ჩხაკაურასა და მთისპირში ვიზიტისას ჩვენ მოვიხიბლეთ სწავლას მოწყურებული სტუდენტების, გულმოდგინე მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის ნახვით. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სახელით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების პროგრამას, რომელიც მიმდინარეობის ამ სოფლებში. ჩვენ, ასევე ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მშენებლობაში შეაქვთ ერთის მხრივ ბახვი ჰესის დირექტორს, გიორგი აბრამიშვილს და მეორეს მხრივ CCEH–ის დირექტორს, ბატონ მიხეილ ნობლაძე, როემლიც ამავდროულად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს საბჭოს წევრია“ _ განაცხადა სან დიეროს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანმა, ჰალილ გუვენმა.

 

„ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებას მოიცავს, რომლის ფარგლებში კომპანია ხელს უწყობს და ეხმარება მთისპირისა და ჩხაკაურას მკვიდრ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას გარემოსდაცვით და საინჟინრო მიმართულებებზე აგრძელებენ. სწორედ, ამ პროექტს ეხმიანება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის მოწვევა და გაცნობითი შეხვედრის ორგანიზება მთისპირსა და ჩხაკაურაში. მიგვაჩნია, რომ ინჟინერია და გარემოსდაცვა, მომავლის პროფესიებია და გვინდა, ბევრმა ახალგაზრდამ გააკეთოს ამ მიმართულებით არჩევანი. მით  უფრო, რომ შემდგომ საუკეთესოებს, ექნებათ შესაძლებლობა ჩვენთან მუშაობის“ _ განაცხადა დავით კობერიძემ, „ბახვი ჰესის“ გარემოსდაცვისა და სოციალური მართველობის მენეჯერმა.

 

„ბახვი ჰესის“ საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებით ამ ეტაპზე ერთი სტუდენტი სარგებლობს, მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძე. ის ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზეა და სწორედ ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს.

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 61
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 61
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 60
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…

არ გამოტოვოთ