✅აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს ( 10 დეკემბერი) დილიდან გაიხსნა.
მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი.
გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.
სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადინა.
მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის 5 კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.
ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.
ახალ მონაკვეთებზე მოძრაობის გახსნით, საგრძნობლად უმჯობესდება ავტოტრანსპორტის გადაადგილება, როგორც უსაფრთხოების, ისე დროის შემცირების თვალსაზრისით. ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იან მონაკვეთზე გადაადგილების დროს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვიტარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 43
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, მიმდინარეობს გზის გაწმენდა. „ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ…
  • 41
    გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. მათივე ცნობით, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის,…
  • 39
    საქართველოს რკინიგზის რეფორმები ჩვენს რეგიონს ეხება?(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 37
    სამი ოქრო და სამი ბრინჯაო საერთაშორისო ტურნირიდან!23 - 25 თებერვალს ქ. ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთა შორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , U15 წლამდელთა შორის. ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შინ 6 მედალი , მათ შორის 3 ოქრო…