ჩიჩილაკის ამ ულამაზესი საახალწლო საფოსტო მარკით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.
„დღეიდან საქართველოს ოფიციალური საახალწლო საფოსტო მარკა ჩიჩილაკი შევიდა მიმოქცევაში.
მინდა გაგაცნობთ ამ საფოსტო მარკის შექმნის ისტორიას.
ჩვენი ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი“ ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია „ბუგთან“ ერთად ახორციელებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ქართულ-პოლონურ პროექტს „გურიის ტურისტული ბრენდის“ შექმნაზე.
ეს მარკა შეიძლება ითქვას არის გურიის ტურისტული ბრენდის პროექტის პირველი პროდუქტი.
ამ პროექტზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის ინიციატივით, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და გურიის მდგრადი განვითარების კონსორციუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს ფოსტასთან აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა და გამოიცა საახალწლო საფოსტო მარკა ჩიჩილაკი, რომელსაც ამშვენებს ჩვენთვის საამაყო პოეტის ანა კალანდაძის სიტყვები შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხათო საქართველოს ფოსტას და მის ხელმძღვანელს ბატონ ლევან ჩიკვაიძეს ასე ოპერატიულად ამ ულამაზესი მარკის გამოცემისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ განსაკუთრებით გურულებისთვის საამაყო საქმეში.
ცნობისთვის მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში და დატანილი აქვს ყველა დამცავი საშუალება რაც მარკას ახასიათებს.
მერწმუნეთ ეს მარკა თავის როლს ითამაშებს გურიის რეგიონში ვიზიტორთა მოზიდვის თვალსაზრისით.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს გურულებს საახალწლო საფოსტო მარკა ჩიჩილაკის გამოცემას.“-წერს სოციალურ ქსელში გურიის ყოფილი ექს გუბერნატორი ზურაბ ნასარაია.
Нет описания фото.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 66
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 61
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 58
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 58
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…

არ გამოტოვოთ