„ბახვი ჰესის“ განათლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა. ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს და ფინანსური დახმარება გაუწიოს მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში ჰიდროენერგეტიკის, საინჟინრო ან გარემოსდაცვით სპეციალობებზე. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ამუშავდა.

„ბახვი ჰესის“ სტუდენტური გრანტით დღესდღეობით სოფელი მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძე სარგებლობს. მან 2022 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ელექტრო ინჟინერიის განხრით ჩააბარა. ჯაბა მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მან პროგრამის შესახებ ბახვი ჰესის ტრენინგ კურსის ფარგლებში მიიღო ინფორაცია.

„ჩვენ თავად მშობლები ვართ და კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად შეარჩიოს და დაგეგმოს აბიტურიენტმა საკუთარი მომავალი. ახალგაზრდებისთვის დახმარება განათლების მიღების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა რაც შეიძლება გავაკეთოთ მომავალი თაობისთვის. სწორედ ამიტომ, ბახვი ჰესის სოციალური პროექტების ნუსხაში საგანმანათლებლო პროექტებს პრიორიტეტული ადგილი უკავია.. საგანამანათლებლო ტრენინგების პარალელურად, გვაქვს სტუდენტური გრანტების პროგრამაც, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ მთისპირის თემისა და ჩხაკაურას სოფლების აბიტურიენტებს. თუმცა, არსებობს გარკვეული პირობა და წესი იმისა, თუ როგორ და ვის შეუძლია ამ გრანტის მოთხოვნა. მნიშვნელოვანი კომპონენტია, გრანტის შენარჩუნებაც, რაც პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია სწავლების ხარისხზე და აკადემიურ მოსწრებაზე. ჩვენი გრანტის ფარგლებში, ჩვენ ვახალისებთ ე.წ. მომავლის პროფესიებს, როგორიცაა გარემოსდაცვა, ინჟინერია და ენერგეტიკის სფეროში არსებული პროფესიები. მიგვაჩნია, რომ ამ სექტორში კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ჩვენც, როგორ ჰიდროენერგეტიკის სფეროში ჩართულ კომპანიას, გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი კადრები, ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალია“ _ განაცხადა „ბახვი ჰესის“ დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.  

„ბახვი ჰესმა“ სასწავლო გრანტის მოპოვებაზე განცხადების მიღება დაიწყო 2022 წლის 1 ივლისიდან და პროექტი განხორციელდება მხოლოდ 2024 წლის ბოლომდე. დაინტერესებულ პირთათვის სასწავლო გრანტის გაცემის პირობების გაცნობის მიზნით, კომპანიას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა გაწერილი გრანტის მოთხოვნები და პირობები. დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.cceh.ge

დოკუმენტის ბმული: https://cceh.ge/uploads/Scholarship_Policy_Bakhvi_12_HPPs.pdf

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 75
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 72
     ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პოლიტიკა - საგრანტო პროგრამა სტუდენტებისთვის  ბახვი ჰესის განათლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა. ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს და ფინანსური დახმარება გაუწიოს მთისპირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიდროენერგეტიკის, საინჟინრო ან გარემოსდაცვით სპეციალობებზე. პროგრამის მიხედვით, კომპანია სტუდენტებს სწავლის საფასურის 80% გადაუხდის. ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტით დღესდღეობით სოფელ მთისპირის…
  • 71
     ბახვი ჰესის ტრენინგების ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა  2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…