ავტორი ქეთევან კუკულავა

გოგი ცინცაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ადრეული ასაკიდან ეზიარა სცენას და დღემდე ჩოხატაურის სახალხო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი და რეჟისორია. იგი დაიბადა 1952 წლის 15 დეკემბერს. ბავშვობიდან გამოირჩეოდა სცენისადმი დიდი სიყვარულით. სოფელ ერკეთის სკოლაში სწავლის დროს დრამატული წრის აქტიური წევრი იყო. ერთ-ერთ სასკოლო წარმოდგენას პიონერთა სახლის დრამატული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან გავაშელიშვილი დაესწრო. ისე მოეწონა მოზარდის მიერ შესრულებული როლი, რომ სთხოვა პიონერთა სახლის დრამატულ ჯგუფში გაერთიანებულიყო, რაზედაც სიამოვნებით დათანხმდა.

სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლა  თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ- საგანმანათლებლო სასწავლებელში განაგრძო, რომლის დამთავრების შემდეგ ისევ მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და ჩოხატაურის სახალხო თეატრში დაიწყო მუშაობა მსახიობად.

რეჟისორმა სანდრო რამიშვილმა და შემოქმ,ედებითმა ჯგუფმა ნიჭიერი ახალგაზრდა დიდი სიხარულით მიიღეს. პირველი როლი, რომელის მან შეასრულა იყო – ბოქაული, შალვა დადიანის „გუშინდელნი.“ მაყურებელმა ახალგაზრდა მსახიობი გულთბილად მიიღო. ამ დღიდან გოგი ცინცაძე  სახალხო თეატრის თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობდა. იგი გვერდს უმშვენებდა ისეთ შესანიშნავ მსახიობებს, როგორიც იყვნენ, ვალოდია მგელაძე, ბიჭიკო ღამბაშიძე, თამარ მახარაძე, მუხრან ჩიჩუა, ტიტე შარაშიძე,  ზაურ კეკელიძე, ზაქრო სიხარულიძე, შმაგი ოსეფაიშვილი…

1976 წელს ჩოხატაურის სახალხო თეატრის სცენაზე დაიდგა ალ. ჩხაიძის ორმოქმედებიანი პიესა „დაბრუნება,“  სადაც გოგი ცინცაძემ შეასრულა მიხაკო ორაგველიძის როლი. ამ სპექტაკლით თეატრმა  რესპუბლიკურ დათვალიერებაზე  მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა. ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი _ არჩილ ჩხარტიშვილი შეაჯამა შედეგები და ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლს „ დაბრუნება“ პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭა, ხოლო გოგი ცინცაძე ფესტივალის ლაურეატი გახდა.

1978  წელს რეჟისორ სანდრო რამიშვილის მიერ წარმატებით დაიდგა პოლიკარპე კაკაბაძის კომედია „კოლმეურნის ქორწინება,“ გოგი ცინცაძემ ამ სპექტაკლში ჩვეული უშუალობით, ლომკაცას როლი განასახიერა. მომდევნო წლებში  ხალხური შემოქმედების  მეთოდური ცენტრის რეჟისორის ზურაბ ხვედელიძის მიერ დაიდგა აკაკი გეწაძის „ შუაზე გაყოფილი ცრემლი.“ ამ სპექტაკლით  ჩოხატაურის თეატრი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, თვითმოქმედი კოლექტივების დათვალიერებაზე წარსდგა, სადაც სცენისმოყვარეებმა მოხიბლა დედაქალაქის მაყურებელი და ჟიურის წევრები, გოგი ცინცაძემ კი მეორედ მიიღო ლაურეატობა.

გოგი ცინცაძე წლების მანძილზე მუშაობდა ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: გურამი _ „შთამომავლობა,“  ზანგი მონა _ „ეზოპე,“  ჭეიშვილი _ „თეთრი ბაირაღები,“  ყარამანი _ „ყარამან ყანთელაძე,“  მილიონერი მგზავრი _  „ქინქლა“  და სხვ. იგი გვერდს უმშვენებდა სცენის შესანიშნავ  ოსტატებს: რომან ლომინაძეს, გივი ახმეტელს, ლამარა თურმანიძეს, გაბო მდინარაძეს, ანა ადღულაძეს, ზაირა თოთიბაძეს, თემურ კვირკველიას, მარგო ავაქიანს…

იგი ასევე პარალელურად მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის კულტურის სახლთან არსებულ დრამატულ ჯგუფში, სადაც მის მიერ დაიდგა და ასევე შეასრულა როლები: ამბაკო – შ. როყვა „მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა,“  ნიკო – ა. დევიძე  „ჩემი სიდედრი,“  გივი – ე. კანდელაკი  „იმნაირი სიყვარული,“  შალვოვიჩი – გ. ცინცაძე „მდგმურები“  და ასევე მრავალი საკონცერტო ნომრები. ერთ-ერთი სპექტაკლი  „ქოლგა- ვოლგა“ წარმოადგინეს აგიტმხატვრული ბრიგადების დათვალიერებაზე , რომელიც ჩატარდა ველისციხეში. სპექტაკლმა ისეთი მაღალი დონე აჩვენა, რომ კულტურის სამინისტრომ ბუკისციხის დრამატულ ჯგუფს სახალხო თეატრის სტატუსი მიანიჭა.

ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გოგი ცინცაძეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში არსებულ თოჯინების თეატრის განვითარებაში. სპექტაკლებში სხვადასხვა  როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რამდენჯერმე ნიენიჭა ლაურეატის წოდება.

ჩოხატაურის სახალხო თეატრის სცენაზე  რამდენიმე წელია მაყურებელს აღაფრთოვანების გოგი ცინცაძის მიერ დადგმული სპექტაკლები  _ გ. ხუგაშვილის _ „ჩემი სიდედრი,“  შ. შამანაძის  _ „ ღია  შუშაბანდი,“ ნ. დუმბაძის _  „მზიანი გული,“  რ. ერისთავის  _ „უჩინმაჩინის ქუდი“  თ. მეტრეველის _  „სუპერ ქართველები,“  ა. მითაიშვილის  _ „ჭკვიანი გიჟები ანუ „გამოდი სულო სინათლეზე, “ დ. კლდიაშვილის _ „დარისპანის გასაჭირი,“  ამ სპექტაკლით ჩოხატაურის თეატრმა  მარნეულში ჩატარებულ სახალხო თეატრების ფესტივალზე  მიიღო მონაწილეობა და გრან – პრი დაიმსახურა.

გოგი ცინცაძე თავისი ნაღვაწით ალამაზებს ჩოხატაურის თეატრს და თავისი კუთვნილი ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართული თეატრალური ცხოვრების ისტორიაში. მე წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი ამ ნიჭიერი ადამიანის სცენური პარტნიორი და მის მიერ დადგმულ სპექტაკლებში მიმეღო მონაწილეობა.

გილოცავ ჩემო გოგი დაბადების _ 70 წლისთავს.  ასევე გილოცავ ქართული თეატრის დღეს – 14 იანვარს და გისურვებ კვლავ ჩვეული შემართებით გეღვაწოს ჩოხატაურის თეატრის წინსვლისა და განვითარებისთვის.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 49
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 47
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 46
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…