დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა.

_ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. 

_აჯობებს ნამდვილი საბრძოლო ტექნიკით უკრაინას დახმარებოდით…

_არ გეღირსებათ თქვენ მეორე ფრონტის გახსნა _იყო პასუხი.

სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და  მელია-ხაბეიშვილი-მერაბიშვილის ფოტოების ფრიალი კარგა ხანს გაგრძელდა. იყო ურთიერთბრალდებები ნაციონალური წარსულის შესახებ  და ა.შ.

სხდომის თავმჯდომარე დავით დარჩიამ შესვენება გამოაცხადა.

სხდომაზე საკითხების განხილვა 50 წუთის  დაგვიანებით დაწყო.

სხდომის მეორე საკითხის _ 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების თემის განხილვას, დეპუტატ თათია ნიკოლაშვილის, რომელიც ხაბეიშვილის გუნდის წევრად მოიაზრება,  კითხვები მოჰყვა.

_როგორ მოახერხეთ, რომ ბიუჯეტს 13 მილიონი ნაშთი აქვს. თქვენ კი ბოლო პერიოდში 2-ჯერ მოახერხეთ ხელფასების გაზრდა. უპოვართა სასადილოში 180 ბენეფიციარი გყავთ და მათთვის 165 ათასი ლარია მხოლოდ გამოყოფილი.

მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ ნიკოლაიშვილს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი და შესაბამისი არგუმენტებიც დაასახელა.

მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა მაიზერ ცელაძემ სხდომას გააცნო 20 პროგრამულ მუხლში მომხდარი ცვლილებები და მუხლობრივად გაზრდილი ბიუჯეტი.

ცელაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრისას,  წარმოდგენილ პროექტს ხმა არა მარტო მმართველი პარტიის, არამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც კი მისცეს,  მათ შორის დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემაც.

მორიგი დაძაბულობა მესამე საკითხის _მერიის თანანმდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ _განხილვას მოჰყვა.

დავით მჟავანაძემ ბოლო ორ წელიწადში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გაზდილ ხელფასზე გააკეთა აპელირება.

_ რატომ არ გინდათ ხალხმა გაიგოს, რომ რამდენი ლარით გაიზარდა მერის ხელფასი? ბოლო ორ წელიწადში 2440 ლარით გაიზარდა…

მჟავანაძეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა უპასუხეს, რომ იგი ცრუობს და ხელფასები ყველას გაიზარდა საჯარო სამსხურებში, მათ შორის პოლიცის და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისაც.

მჟავანაძე-ქათამაძის მაგიდასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი, ქეთი ხომერიკი  და კიდევ რამდენიმე დეპუტატი მივიდა.

_რას ეძახით მატებას? პოლიციელს და სახანძროს მოსამსახურეს 800 ლარი აქვს ხელფასი და შენ 3000 ლარი. ეს არის ხელფასის მეტება? თქვენ ბიძინა ივანიშვილის მონები ხართ. ბატონო დავით, დაამყარეთ წესრიგი დარბაზში _ყვიროდა დავით მჟავანაძე.

„ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატების შეხლა-შემოხლისას დარბაზში დაცვის პოლიცია შემოვიდა და დავით მჟავანაძის და ბესო ქათამაძის გარეთ გაყვანა სცადა, თუმცა შემდეგ ეს არ მომხდარა. შემდეგ დარბაზში შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც შემოვიდნენ და დარბაზი მალე დატოვეს.

სხდომაზე კვლავ შესვენება გამოცხადდა. ნაციონალმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს და ცენტრალური ტელევიზიების კამერებთან გადაინაცვლეს.

სხდომის განახლების შემდეგ, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილეს და შესაბამისი დადგენილებები მიიღეს.

დარბაზში დარჩენილი საკუთარი გუნდის წინაშე სიტყვით მარიკა ჩხიკვიშვილი და ასევე „ხალხის ძალას“ წარმომადგენელი გელა ჩავლეშვილი წარსდგნენ.

_ნაციონალური მოძრაობა გამოირჩეოდა დესტრუქციული ქმედებით. ორიენტირებულნი არიან წარმატებული პროექტები გადაფარონ. მათ არ აინტერესებთ ხალხის ინტერესები, მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ _დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ისინი ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ეჭქვეშ დაამყარონ ქვეყნის სტაბილურობა _განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

(ვრცელ ინფორმაციას გაზეთ „ალიონის“ მორიგ ნომერში შემოგთავაზებთ)

                           

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    ბალადა ქართველი დედისა1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო…
  • 100
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 100
    „თუ კაცი კაცის წამალი  იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო“დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
  • 100
    ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ულამაზესი მთავარი მოედანი ექნებაქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.   „თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება.  ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია…
  • 100
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…

არ გამოტოვოთ