საქართველოს პრემიერ – მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად გურიაში იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, ასევე შეხვდნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.
,,გურიაში სამივე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, ასევე, დიდი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. პრობლემები და გამოწვევები არის ანალოგიური, ისეთივე როგორიც იმერეთსა და სამეგრელოში. კერძოდ, მოსახლეობის უმეტესობას, დაახლოებით 600-მდე მაცხოვრებელს გურიაში დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ასევე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მინდა განვუმარტო მოსახლეობას, რომ არც ერთი სტიქიის შედეგად დაზარალებული მაცხოვრებელი, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი არ დარჩება მთავრობის მხრიდან დახმარების აღმოჩენის გარეშე,“ _ ლერი ბარნაბიშვილი.
,,ოთხდღიანი ძლიერი ქარის შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. დაზიანებულია დაახლოებით 681 შენობა და სავარაუდო ზარალი არის 5 მილიონი ლარი. საქართველოს მთავრობის მყისიერი რეაგირებით ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვეული მიმართულებებით ზარალის კომპენსირება და პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული ინფრასტრუქტურა არ იქნება აღდგენილი“,_ გიორგი ურუშაძე.
შეხვედრა გაიმართა, ასევე, რეგიონის მერებთან, სადაც სამივე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და მათ აღმოფხვრაზე იმსჯელეს.

მსგავსი სტატიები

  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 56
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 55
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 53
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…

არ გამოტოვოთ