გუშინ, საკრებულოს სხდომაზე, საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“_განიხილეს.

თუ რა ცვლილებები და სიახლეებია წელს, ჯანმრთელობისა დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების განყოფილების უფროსმა მაიზერ ცელაძემ წარმოადგინა.

_საკრებულომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი, განხილვების შემდეგ შენიშვნებით დაგვიბრუნა უკან. მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა ეს შენიშვნები და კორექტირებული სახით კვლავ წარმოადგინა.

გაცემის წესში 20 პროგრამული მუხლია და მოკლედ  წარმოგიდგენთ იმ ცვლილებებსა და სიახლეებს, რომელიც გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მიღების წესში.

მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება გასულ წელთან შედარებით 55 000 ლარით გაიზარდა;

თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება 15 000 ლარით გაიზარდა და შევიდა ცვლილებაც _ სოფლად მცხოვრებ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირებისათვის გაეზარდათ დაფინანსება და მან 350 ლარი შეადგინა;

100 000 ლარით გაიზარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება. ამას დაემატა ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს კიბოს დაიგნოზის მქონე პირთა მედიკამენტების თანადაფინანსებას, წლის განმავლობაში 4 000 ლარის ოდენობით;

გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება _გაიზარდა 110 000 ლარით. ბენეფიციარებს, რომელთა გადასახდელი თანხა შეადგენს 1000 ლარამდე _ დაფინანსება მოხდება 40 პროცენტის ოდენობით, ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთა გადასახდელი თანხა შეადგენს 1000 ლარზე მეტს, თანადაფინანსება მოხდება 50 პროცენტის ოდენობით, არაუმეტეს 600 ლარისა;

დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დაფინანსება  400 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა კვარტალში ერთხელ გაიცემა;

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დახმარება 145 000 ლარით გაიზარდა. ასევე განხორციელდა მთელი რიგი სიახლეები:

ადრეული განვითარების პროგრამაში  ჩართული 18 წლამდე ასაკის  ბენეფიციარებისთვის, სერვისის მისაღებად, ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება 42 ბენეფიციარის ნაცვლად 70 ბენეფიციარზე განხორციელდება.აღნიშნულზე წლის განმავლობაში 60 240 ლარი დაიხარჯება;

საკურორტო სეზონზე სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება 18 წლამდე _20 შშმ პირის ნაცვლად 40 შშმ პირზე განისაზღვრა;

დაზიანებული ეტლების შეკეთებისთვის 1000 ლარია გამოყოფილი;

10 000 ლარი გამოიყო სპეციალური ინვენტარის და დამხმარე საშუალებების შესაძენად;

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის 40 ბავშვი (ნაცვლად 12-ისა) ჩაერთვება რეაბილიტაცია/ აბილიტაციის პროგრამაში. აღნიშნულ ქვეპროგრამაში 180 000 ლარია გათვალისწინებული.

30 000 ლარით გაიზარდა მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება.

გენდერულ საკითხთა, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება  500 ლარს შეადგენს.

სოციალური საფრთხის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების მხარდასაჭერად, მათი გაძლიერების მიზნით, ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 30 ლარს, რომელიც მოხმარდება ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების შეძენას; ოჯახებს პროდუქტების შესაძენად _200 ლარის ფარგლებში; სასწავლო ნივთების შესაძენად _100 ლარი; პირველადი აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარი.

მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვება (180 ბენეფიციარი) განისაზღვრა 200 000 ლარით;

მუნიციპალიტეტი ასევე კვლავ მოახდენს ანასეულში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხნადაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.

პროგრამა სხვა დახმარებებსაც ითვალისწინებს _აღნიშნა მაიზერ ცელაძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 53
    ასაკობრივი პენსიის მოცულობა გაიზარდა2024 წლის იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარი გახდა. ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და შეადგინა 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის 378…
  • 53
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 52
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…