საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში!
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შოთაძემ (ლანჩხუთი) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა.
დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ცოტნე ანანიძემ (77 კგ) და ლაშა ტვილდიანმა (97 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. რომეო ბერიძემ (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), საბა მამალაძემ (82 (ოზურგეთი) კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ), ლუკა გაბისონიამ (97 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (125 კგ) – ბრინჯაოები!
სასიამოვნოა, რომ გურულების მონაგარი ამ პრესტიჟულ ტურნირზე 2 მედალია_ოქრო და ბრინჯაო. ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე (მწვრთნელი ღლონტი), საუკეთესოდ გამოვიდა და დამსახურებელი პირველი ადგილი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა და საქართველოს ჩემპიონმა 23-წლიანებს შორის, ოზურგეთელმა საბა მამალაძემ ამჯერად ბრინჯაო დაიმსახურა. (მწვრთნელები გურამ მაჭარაშვილი, უჩა მჟავანაძე).
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ და მწვრთნელებმა: მიხეილ მელუამ და მარად სურმანიძემ ჩაიყვანეს. ექიმ-რეაბილიტოლოგი – გიორგი მურცხვალაძე.
მსგავსი სტატიები
- 86
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 85
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 79
27-29 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომაში, უმცროს ჭაბუკებს შორის ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, შაქრო ტუღუშისა და იური ხომერიკის სხოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ ხუთი ოქრო, სამი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო წამოიღეს. ტურნირში გაიმარჯვეს და…
- 77
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 76
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…