პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა.
პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში“.
თამარ კუპრაძე – პროექტის ხელმძღვანელი: _ „როცა ეკოლოგიასთან მიმართებაში გამოცხადდა კონკურსი, რა თქმა უნდა, ის ჩვენი ორგანიზაციის მიზნის ნაწილი უნდა ყოფილიყო. რადგან ეკოლოგიაზე, გარემოზე ზრუნვა ოჯახიდან იწყება. გადაწყდა, ყველაზე სენსიტიური თემა და ჯგუფი შეგვერჩია. რატომ ქალები? შინამეურნეობაში ჩართული ქალები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანით, ოჯახის წევრებსა თუ თემის სოციუმზე იღებენ პასუხისმგებლობას. ამასთან, ხშირად, ეს საქმიანობა, ხდება მათი ფინანსური კეთილდღეობის წყარო. ტრენინგებით, საინფორმაციო და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, გვსურდა როგორც მათი წახალისება და წარმოჩენა. ასევე თემის პასუხისმგებლობის ამაღლება ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე“.
პროექტის პრეზენტაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ქალთა ოთახში“ გაიმართა. თემატიკიდან გამომდინარე, პრეზენტაციაზე დასწრების სურვილი მუნიციპალიტეტში მომუშავე მერიისა და საკრებულოს წევრმა ქალბატონებმაც გამოთქვეს..
მონაზონი ემილია (მანანა მიქაუტიძე) მეურნე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: _ „პირველ რიგში, ჩვენ შევიძინეთ ადამიანები, შეიძლება ნაკლები გამოცდილების მქონენი, მაგრამ გულწრფელები. დღეს ჩვენთვის, სოფლის მეურნეობის განვითარება, უფრო რეალური და საჭირო გახდა. პროექტი დაგვეხმარება, ამ მიმართულებით დაწყებული საქმიანობის სწორად წარმართვასა და განვითარებაში“.
სალომე კალანდაძე (ფერმერი და ბლოგერი „ოდა-ში“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოეთი):_ „ინფორმაციული იყო ჩვენი შეხვედრები. მადლობა ამ ძალისხმევისა და შრომისთვის, საინტერესო და ორიგინალური იდეებისთვის, პროექტის ორგანიზატორებს.“
ხათუნა ჩხაიძე – (მეფუტკრე სოფელი ლესა): _ ჩვენ ვემსახურებით სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამიტომაც იყო ასეთი პროდუქტიული ეს პროექტი ჩვენთვის. საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, აქ შევიძინე მეგობრები და ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.
ლალი სიჭინავა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური): _ „ბავშვები ხშირად ამბობენ, ჩვენ გვინდა ჩვენს მშობლებს ვასწავლოთ მეწარმეობის უნარ-ჩვევები, რომ ჩვენთან იყვნენ და სხვაგან არ წავიდნენ სამუშაოდ. მსგავსი პროექტები, ხელს შეუწყობს დასაქმებას და ოჯახების ფინანსურ მდგრადობას.“
შეხვედრის მეორე ნაწილში, პროექტის მონაწილეებს და სტუმრებს სერთიფიკატებთან ერთად, საჩუქრად გადაეცათ „ფერმერის რვეული“, რომლის დიზაინერი, მხატვარი მიხეილ თავბერიძე გახლავთ. შინაარსი მომზადდა „გურიის განვითარების კავშირი“-ს მიერ, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა დაცვის ცენტრ „ანასეულის“ რეკომენდაციებით. რვეულში საჭირო ინფორმაციაა განთავსებული მიწის მჟავიანობის დადგენისა და შეცვლისთვის; მცენარეთა დაცვის საშუალებები – ბიოლოგიური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მინარევების გამოყენებით და ა.შ.
„ფერმერის რვეული“ იძლევა შესაძლებლობას, მეწარმის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა გაწეროს დროისა და მიღებული შედეგის მითითებით.
ფრაზები შეხვედრიდან: „ხშირად, სტიქიურად ვიწყებთ პროდუქციის წარმოებას, მერე აღმოჩნდება, რომ არასწორად დავიწყეთ, ან არასწორად დავგეგმეთ პერიოდული სამუშაოები და შედეგიც ვერ მივიღეთ ისეთი, რასაც ველოდით. ასეთი პროექტები თავიანთი საინფორმაციო შეხვედრებითა თუ მასალებით, ძალიან მნიშვნელოვანია…“ – მაკა ჩავლეშვილი, იზა გოგუაძე, მარინა მუჯირი.
ხშირად არსებობს კითხვები ნებისმიერი პროექტის მდგრადობის, მიზნების, ამოცანების, რისკები შესახებ. პასუხი: პროექტი შედგა. შედეგი – ვგეგმავ სწორად, ვპოულობ წარმატების გასაღებს და ვზრუნავთ, ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოსთვის.
სტატია მომზადდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავროების ქსელი (CENN)ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAD)-სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში.“
მსგავსი სტატიები
- 100
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
- 95
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 92
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 91
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
- 91
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…