„ნაცმოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობას ეხმაურება და წერს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა.

მისი თქმით,  ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰყვება, არც ფულზე იყიდება.

„ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართელბასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით.

იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზედაც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე.

„ტექნიკური ყრილობის“ დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ „გასაოცარ დემოკრატიასთან“, მივიდნენ….

ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს.

მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს.

ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22 წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი „მეგობრებით“ ჩაანაცვლეს.

ყოველივე ეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს.

ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია _ მიუხედავად იმისა ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას.

ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას.

დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა – ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები „მცირესა და ტექნიკურს“ უწოდებდნენ.

გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. ისე რომ „ტექნიკური ყრილობის“ მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ

კრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს – დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი.

თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ – პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან.

ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება….“, – წერს მელია.

მსგავსი სტატიები

  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 92
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 91
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 90
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…