ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას:
_ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით.
ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით.
ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს თავბოლოშექცევით , მჭიდროდ, რამდენიმე წყებად მიამაგრებდა სარზე.
ძალიან ველოდით დაბნელებას, და თუ კი ფერდებზე შეფენილი ეზოებიდან, რომელიმე მეზობელი დაგვასწრებდა ანთებას, ბაბუას მოსვენებას არ ვაძლევდით. ბაბუა დინჯად გამოიტანდა ლამპარს აანთებდა, ეზოს გადაღმა გადმოგვიყვანდა და აგუზგუზებულ სარს თოვლში ჩაარჭობდა, საზღვარი არ ქონდა ჩვენს სიხარულს… ვიჭაჭებოდით და ბოლო ხმაზე ვყვიროდით, ლამპარი, ალური კუდიანებსა.. ლამპარიიიიიი..
ოჯახი არ დარჩებოდა გურიაში, ვინც ლამპარს არ ააჟირჟღილებდა. ბავშვიანი ოჯახები განსაკუთრებით მოინდომებდნენ, მოხუცები მოკრძალებულ და მგლოვიარე ოჯახი არ შეიმჩნევდა, არ გამოიტანდა ლამპარს.
ბებიას ჯეროდა, რომ ჭინკები, ეშმაკები და უჟმურები, რომლებიც ღელეებში და ღარდებში ცხოვრობდნენ ამ ღამეს სოფელ, სოფელ დადიან და „თუ დეინახეს, რომე არ ანთია ცეხლი, მეივლიენ და დაბუდდებიენ შინ. ჩვენი მტრისას და დამაწყევარისას დაბუდდა უხილავი. თუ დეინახავს ცეცხლს გეიარს და წავა ნენა, დაბრუნდება მის ღარდაში…“
ზოგჯერ ბაბუა ზაფხულიდან გადანახულ შამბალას ქერხებს გაურევდა ნაგულებში, ასეთი ლამპარი ნაპერწკლებს ისვრის და ოიიიი ამ ნაპერწკლების საშინლად ეშინიათ თურმე ჭინკებს.
თუ ვინმე ძველ რეზინის ჩექმას ან კალოშს დაწვავდა ჭინკების დასაფრთხობად ბრაზობდა ბაბუა „ააქოთეს, წაპილწეს აქოურობაო“…
მინელდებოდა ლამპარი და ჩვენ გულდაწყვეტილი ვბრუნდებოდით შინ, რომ ეს ნანატრი ამბავი ასე უცბად მორჩა.
ბებია გახურებულ ბუხარს დაგვახვედრებდა, კეცს არეკავდა, მზისფერ ჭადს შქერის ფოთოლს გააცლიდა, დერგიდან აგვისტოს ყველს ამოიღებდა, კუხე პამიდორის თხილიან მჟავეს დიდი ჯამით დადგამდა და გვავახშმებდა.
მერე ფეხებს დაგვითბილავდნენ, სველი პირსახოცით ლამპრობის მურს გაგვაცლიდნენ სახიდან და გახამებულ ლოგინებში ჩაგვაწვენდნენ. შუბლზე გვაკოცებდნენ და დაგლოცავდნენ. „ვეფერი დაგაკლოს ეშმაკმა და უხილავმა ნენა, შუუმჩეველი დარჩით წრომანდელ წელს უჟმურიზა და ჭინკიზა, გამიხაროს და გამიძლიეროს თქვენი თავი გამჩენელმა…ალური კუდიანებს“
ვიწექით და გვჯეროდა, რომ ვეფერი ვერ მოგვერევა წელს…
არვიცი, მართლა არვიცი მაგრამ ვიცი ერთი, რომ ლამპრობა სანამ ვარ სულ ასე ტბილად მემახსოვრება.
ნეტა წელს თუ დაანთეს ლამპარი გურიაში.
ზურაბ შევარდნაძე
აღებულია მაკვარანცხი გურულების ფეისბუქგვერდიდან.

მსგავსი სტატიები

  • 100
    გაზეთი ,,ლანჩხუთი პლუსი“ ერთგულ მკითხველს დაემშვიდობა„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
  • 100
    ძუძუმწოვრების ლაყე კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებათემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
  • 100
    ბიჭებო სად ხართ,... ანუ, როცა შაშვები ღამით იწყებენ გალობას?ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 93
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…