გამოცემა Corriere Dello Sport-ის იტალიელმა ჟურნალისტმა პასკუალე სალვიონემ განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართველი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა.

„კვარა“ და ოსიმენი წარმოუდგენელი ფეხბურთელები არიან, გუნდის ფანტასტიკური ფორმაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ. „ნაპოლის“ წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია, მათ მეტოქეების დათრგუნვა და დაშლა შეუძლიათ.

ვინ არის სპალეტის გუნდში ყველააზე მნიშვნელოვანი? ძნელი სათქმელია. ალბათ, რასაც ვხედავთ ტექნიკურად, ასევე სტატისტიკურად, ვფიქრობ, კვარაცხელიას ყველაზე დიდი წვლილი აქვს. მას მხოლოდ ერთი საგოლე პასი აკლია, რომ გოლებისა და პასების მხრივ ორნიშნა მაჩვენებელზე ავიდეს. ეს ძალიან მეტყველებს იმ წვლილზე, რომელიც მას გუნდში აქვს, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი“, _ განაცხადა სალვიონემ.

აი, რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას შესახებ:

Eurosport: უბრალოდ შეუჩერებელი. დრიბლინგის, სპრინტის და ფინიშის კომბინაცია, რაც სერია A-ში იშვიათად გვინახავს. პირველი გოლი ნამდვილი მარგალიტია.

Corriere Dello Sport: ალბერტო ტომბა მას გოლის სლალომზე უფლებებს მოსთხოვს. „კვარა“ ყველაფერს ისე ამარტივებს, რომ შიშს იწვევს. მისი დრიბლინგი ჩვეულებრივი ადამიანის არ იყო. „სასუოლო“ ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს დრიბლინგს უკეთებს.

Tuttonapoli: კიდევ ერთი თამაში და გოლი ფენომენის დონეზე. გოლი დრიბლინგით, რომელიც მოედნის ცენტრიდან დაიწყო და ფანტასტიკური პასი, რომელიც ოსიმენმა გაუფუჭა.

Calciomercato: მე-12 წუთზე ფენომენალური თამაშით 0:0-ის ბალანსი დაარღვია. ცენტრში ლოპესს გასცდა, შემდეგ ლაურენტეს, ბოლოს საჯარიმოს მისადგომებიდან ერლიკს ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა და კუთხეში გაიტანა. KK77 არ თამაშობს, იგი დაფრინავს.

Sportmediaset: აი, ორნიშნა მაჩვენებელზე ავიდა და მე-10 გოლი გაიტანა. გოლი, რომლის გატანა ადვილი არ არის, ადვილად გაიტანა, დაიწყო ცენტრიდან და ბურთი კუთხეში მოათავსა.

Calcionapoli24: კი, მაგრამ რა გოლი გაიტანა? შეგვეძლო აქ დაგვესრულებინა, მაგრამ შემდეგ ბევრი სხვა რაღაც იყო: მოპოვებული ბურთები, დრიბლინგები, მოგებული დუელები, პასი, რომელიც ოსიმენმა ვერ შეირგო.

Calcionapoli1926: გოლი, რომელიც შედევრია, ერთ-ერთი საუკეთესო სერია A-ს მიმდინარე სეზონში. მეტოქეებმა არ იციან, როგორ შეაჩერონ. ვიქტორთან ერთად ქმნის ტანდემს, რომლისაც ნახევარ ევროპას შურს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში სერია A-ში კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 75
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 64
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…