ტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“  ფუნქციონირებას წყვეტს – ამის შესახებ გამოცემის განცხადებაშია ნათქვამი.

„ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე, 2011 წლიდან აწვდიდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, პოლიტიკური, რელიგიური, და სხვა ორგანიზაციებისგან გამიჯნული, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით, მან ყველაზე მთავარი – საზოგადოების ნდობა პირველივე დღეებიდან მოიპოვა. ეს ნდობა არასდროს შერყეულა და წლიდან წლამდე ძლიერდებოდა.

„ლაივპრესს“ თავდაპირველად „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტიც მოიპოვა. განსაკუთრებული მადლობა მათ და სხვა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის.

ობიექტურობის მაღალი ხარისხით, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი გაშუქებით, „ლაივპრესი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთ-ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იყო. ტელევიზიების ალტერნატიულმა პლატფორმამ, 12 წლის მანძილზე მაღალი მედიასტანდარტი შექმნა და არასდროს გადაუხვევია ღირებულებებისგან, არცერთ ხელისუფლებას არ გარიგებია და ყოველთვის მოქალაქის თვალით იაზრებდა პრობლემების სიმწვავეს.

ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთის მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები. ეს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. მაშინაც მიგვაჩნდა და ასეა დღესაც, რომ ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე – ვფიქრობთ, „ლაივპრესმა“ ეს შეძლო.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მკითხველი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან. ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოდიოდნენ დანარჩენ საქართველოში, ჩვენი მედიასაშუალებით ეცნობოდნენ უტყუარ ცნობებს ქართულთან ერთად, აფხაზურ და რუსულ ენებზე და მას სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპირისპირებდნენ.

„ლაივპრესისთვის“ გამოცხადებულ ნდობად მიგვაჩნია აფხაზ პოლიტიკოსებთან, ე.წ. მინისტრებთან, ხელოვანებთან ინტერვიუების ციკლიც, როცა შეიარაღებული კონფლიქტიდან წლების შემდეგ, ასე დაუფარავად, პირველად გადაწყვიტეს, საკუთარი სათქმელი ომით გახლეჩილი საზოგადოებისთვის ქართული მედიით ეთქვათ. ამ ყველაფერს მოჰყვა უკუკავშირიც – აფხაზურ ჯგუფებში დისკუსიები, განსხვავებული აზრის მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკაც.

წლების განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც სანდო წყარო და ინფორმაცია.

ვფიქრობთ, საერთო ძალისხმევით, მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი მოქალაქის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. ბევრმა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით პირველად ისაუბრა უკანონობაზე, დარღვეულ უფლებებზე, იპოვა გზა და ძალა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პირადი, თუ საზოგადო პრობლემის მოსაგვარებლად.

მაგრამ დღეს,12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ ფუნქციონირებას წყვეტს.

განსაკუთრებული მადლობა მკითხველს ნდობისთვის, ერთგულებისთვის, კრიტიკისთვისაც.

მადლობა „ლაივპრესის“ ყველა თანამშრომელს, ვისაც კი რედაქციაში სხვადასხვა დროს უმუშავია. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის.

მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელმაც რამდენჯერმე მოგვცა შესაძლებლობა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის.

დღეიდან ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ აღარ განახლდება და ვებგვერდიც მოკლე პერიოდში გაითიშება“,_ ნათქვამია „ლაივპრესის“ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 87
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 86
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 84
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 84
    არასოდეს ყოფილა, და არც ახლა არის ადვილი ხელოვნების გზაზე შედგომა და მერე... ამ გზიდან არ გადახვევაავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი  ოზურგეთს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო  ღონისძიების  თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი  გამხდარა ოზურგეთელი  საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა  პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა.  საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…