ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ინიცირებულ საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

_ ,,აღნიშნული პერიოდი, დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, გამორჩეული იყო ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიმრავლით, რომელთა განხორციელების შედეგად თვისობრივად შეიცვალა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ყოფის პირობები. ჩემი ღრმა რწმენით, მიმდინარე 2023 და შემდგომი წლები უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის და რა თქმა უნდა მთლიანად ქვეყნისათვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზი ცალსახად ადასტურებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და საქართველოს ევროპულ მომავალს” _ აღნიშნა დავით დარჩიამ.

მანვე  განაცხადა, რომ საკრებულო მზად არის ნაბიჯები გადადგას უმცირესობისაკნ, თუკი სათანადო ადეკვატური პასუხი იქნება. მანვე აღნიშნა, რომ საკრებულოს მუშაობაში უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა.

დავით დარჩიამ  საკრებულოს მუშაობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარადგინა, ხაზი გაუსვა წარმომადგნელობითი და აღმასრულებელი რგოლის კოორდინირებულ მუშაობასა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში არის ასახული.

საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშთან ერთად, დღეს, საკრებულომ დარგობრივი კომისიების მიერ გაწეული საქმიანობაც შეაფასა. კომისიის თავმჯდომარეებმა 2022 წელი შეაჯამეს. ანგარიშები საკრებულომ ცნობად მიიღო.

მსგავსი სტატიები

  • 73
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 66
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 64
    საკრებულოს ბოლო სხდომა წინასაარჩევნო ხმაურითდღეს, 2017 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა.  სხდომაზე  სულ 3 საკითხი განიხილეს.პოზიციის თუ ოპოზიციის კრტიკის ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იყო. პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა. მიწის 14 ნაკვეთი, ურეკში, ნატანებში, ლიხაურში, ლაითურში, ნაგომარსა და…
  • 60
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…