დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2023-2024 წლებში განსახორციელებელი პროექტები წარმოადგინეს და  2022 წლის 23 დეკემბრის #68 განკარგულებაში ცვლილებები შეიტანეს. ამ მიზნით 33 195 968 ლარი დაიხარჯება.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სივრცით ტერიტორიალური დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძემ წარმოადგინა.

ეს პროექტებია:

ქ. ოზურგეთში, ანასულის დასახლებიდან ჩხაიძის (ყოფილი იმედაშვილის) ქუჩის (1 373 მ.)  რეაბილიტაცია _1437645 ლარი;

ქ. ოზურგეთში დოლიძის და ჭავჭავაძის ქუჩების (915 მ.) რეაბილიტაცია _1 837 333 ლარი;

ანასეულის დასახლებაში უნივერსიტეტის ქუჩის (820 მ.) რეაბილიტაცია _ 898  053 ლარი;

სოფელ შრომაში ვაკისა და ზედუბნის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ( ზედუბანი _1146 მ, ვაკე _3278 მ.)_3 021 188 ლარი;

ქ. ოზურგეთში გორკის ქუჩის (156 მ.) რეაბილიტაცია _211 370 ლარი;

სოფ. ცხემლისხიდი (უჩხუბის უბანი) სოფელ ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის (4028 მ.) რეაბილიტაცია _2 792 280 ლარი;

სოფ. ბახვი-სოფ. ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის (2911 მ.) რეაბილიტაცია _ 2 565 030 ლარი;

სოფ. კონჭკათის ცენტრიდან სოფ. შრომის (ორმეთი) დამაკავშირებელი შიდა სასაოფლოს გზის (6 846 მ.) რეაბილიტაცია _5 358 945 ლარი;

დაბა ლაითურის შიდა გზის ( 3 280 მ.) რეაბილიტაცია _ 2 566 378 ლარი;

ქ. ოზურგეთში ანასეულის დასახლებაში სუბტროპიკების ქუჩის (1886  მ.) რეაბილიტაცია _987 639 ლარი;

ქ. ოზურგეთში ანასეულის დასახლებაში მეცნიერების ქუჩის (261 მ.) რეაბილიტაცია _71 606 ლარი;

 სოფ. მთისპირის ცენტრიდან სოფ. უკანავას დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის (3,5 კმ.) რეაბილიტაცია _ 2 600 000 ლარი;

სოფ. მთისპირიდან (დაბლა ვანისქედი) სოფ. ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია _ 1 100 000 ლარი;

სოფ. მაკვანეთში (ბაღების უბანი) შიდა სასოფლო გზის (2 100 მ.) რეაბილიტაცია _1 400 000 ლარი;

ქ.ოზურგეთში , იაკობ შემოქმედელის ქუჩის ბოლოდან _სოფ. მელექედურის ცენტრის (1 500 მ.) დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია _ 800 000 ლარი;

სოფ. ოზურგეთის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები _ 4 400 000 ლარი;

სოფ. ნაღობილევის (პირველი ბრიგადა)  სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები _ 584649 ლარი;

დაბა ნასაკირალის  სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები _ 482 851ლარი;

 

 

მსგავსი სტატიები

  • 65
    რა პროექტები განხორციელდება 2023 წელს ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი  ინფრასტრუქტურული მზა პროექტების შესახებ იმსჯელეს. გზების მშენებლობიდან ყველაზე დიდბიუჯეტიანი პროექტი სოფელ კონჭკათის ცენტრიდან სოფელ შრომის (ორმეთი) დამაკავშირებელი 6,8 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაა, რისთვისაც 5,358945 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სოფელი ქ ოზურგეთს 38 კილომეტრითაა დაშორებული და 2014 წლის აღწერით…

არ გამოტოვოთ