გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ.
7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას. უფრო მეტიც, არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კამათი და საქმეების გარჩევა დაუშვებელია. უმჯობესია, ეს დღე წარსულის, განვლილი დროის გაანალიზებას დაუთმოთ, დაფიქრდეთ, რა უნდა შეცვალოთ, რა მიმართულება უნდა აირჩიოთ.
სავსემთვარეობაზე მზე თევზებშია, მთვარე ქალწულში, ორივე მე-17 გრადუსში. ეს დღე თავისი მოვლენებით შეიძლება ვულკანის ამოფრქვევას შევადაროთ. ყველა წყენა და უსიამოვნება, რაც დაგროვილი იყო გამოვლინდება. ამიტომ, მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ, რომ არ დაზიანდეთ თქვენ, არ დააზიანოთ საქმეები და ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. ადამიანები სხვადასხვა სფეროს, რელიგიის და პროფესიის წარმომადგებლები, შეიძლება გაერთიანდნენ ერთი იდეისთვის.
სავსემთვარეობაზე მზე თევზებშია და მალევე შეურთდება სატურნი – კარმისა და აკრძალვების პლანეტა, რომელიც 3 წელიწადს დარჩება თევზებში. სტატია , ამ ტრანზიტისა და პროგნოზის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. სატურნი ყველაზე მკაცრი და ბრძენი მასწავლებელია და არ გაგვიშვებს შეცდომების დაშვებას.
სავსემთვარეობაზე პლანეტების დაძაბული კონფიგურაცია იქმნება და ეცადეთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, აკონტროლოთ ემოციები, არ გამოავლინოთ აგრესია, იყოთ მშვიდი და გააზრებული. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს.
7 მარტის შემდეგ მთვარე კლებას დაიწყებს და სასურველია გამოიყენოთ მომდევნო რამდენიმე დღე, 13 მარტამდე, საქმეების მოსაგვარებლად. კიდევ ერთი საფრთხილო დღეა 15 მარტი. აგრესიული დღეა და გაფრთხილდით, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, არავის მოატყუებინოთ თავი.
ახალმთვარეობა გველოდება 21 მარტს, 16-20 მარტის პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არ დანიშნოთ შეხვედრები. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს არის საქმეების დასრულების, უსარგებლო ნივთების და კავშირების მოცილების პერიოდი. გამოიყენეთ ეს დღეები წარსულის გასაანალიზებლად.
ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა თევზებისა და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 5-9 მარტის შუალედში. ჩამოწერეთ წლის გეგმა, იყავით შრომისმოყვარე და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. და 7-11 სექტემბერს დაბადებულებზე. უნდა იყოთ მეტად მოტივირებული საკუთარი თავის, საქმეების გაუმჯობესებაზე. 5-9 ივნისს და 6-10 დეკემბერს დაბადებულებს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რთული საკითხების მოგვარება და იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, გააზრებული და ფრთხილი. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, დააკვირდით, რომელი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების 15-19 გრადუსში, ამ თემებთან დაკავშირებით გელოდებათ ცვლილებები.
ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!
მსგავსი სტატიები
- 72
ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 70
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის და რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, თუმცა, როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ მორიგი მძლავრი ბიძგების განმეორების ალბათობა ნაკლებია. ამასთან, მისი განმარტებით, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 6-7 განმეორებითი ბიძგი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4,5 მაგნიტუდის…
- 64
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 64
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი დღეს, ორბელიანის სასახლეში მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა…
- 62
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ქართველი მორაგბეები რუმინელებს თბილისში დაუპირისპირდნენ. შეხვედრ ავჭალის სტადიონზე გაიმართა და ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით - დასრულდა. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 17-0 მოიგო. მეორე ტაიმში მეტოქეებმა ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა თამაში ქართველთა უპირატესობით გაგრძელდა და საბოლოოდ ანგარიშით - 31-7 დასრულდა. ფინალი 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი)…