,,ჩვენ, გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
ჩვენი ორგანიზაციები მუშაობენ როგორც ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, ასევე, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისა თუ მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
მოგეხსენებათ, გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა, თქვენ დაინტერესებული უნდა იყოთ რეგიონში მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი დონორის მოზიდვით, მეტი დაფინანსების მოპოვებით, საზოგადოების მეტად გაძლიერებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ წარმოდგენილი, რუსეთის გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონპროექტი, ამის საპირისპიროდ, მიმართულია არა მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არამედ მთლიანად მოსახლეობის წინააღმდეგ და მეტიც, ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენთვის ეს კანონპროექტი პრინციპულად მიუღებელია და იმედს ვიტოვებთ,
რომ თქვენ მას მხარს არ დაუჭერთ.
პატივისცემით, გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
• გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“, ირმა გორდელაძე
• გურიის სამოქალაქო ცენტრი, ნათია ვაშალომიძე
. გაზეთი ,,ალიონი”, ნუგზარ ასათიანი
. მედიასახლი ,,გურიის მოამბე”, ვლადიმერ მენაბდე
• თავისუფალი მედია სივრცე, ავთანდილ გველებიანი
• ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი, მინდია სალუქვაძე
• ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, თამარ ღლონტი
• ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა, ქეთევან წილოსანი
• მედიასახლი „გურია ნიუსი“, გიორგი სიხარულიძე
• მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები“, ნინო ჭელიძე
• ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, მარინა თოფურია
• ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, გრიგოლ მახარაძე
. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, ფიქრია ბარამიძე
• პროგრესის ვექტორი, მარინა ნუცუბიძე
• სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის, კუკა ბარამიძე
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, თამაზ ტრაპაიძე
• საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ლევან ხინთიბიძე
• საქართველოს სასოფლო დარბაზი, ამირან გიგინეიშვილი
• საქველმოქმედო ასოციაცია გურია, რომან ლომაძე
• სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო, კახაბერ ლომაძე
• „ფენიქსი 2009“, ოთარ ჯიჯიეშვილი
• ქალები რეგიონის განვითარებისთვის, მაია თოხაძე
• „Post ალიონი“, ია მამალაძე.”

მსგავსი სტატიები

  • 40
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 39
    „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” - მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა - პატიმრობაში მისი ყოფნა პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაამზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, _ ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში“ აცხადებს. როგორც გულნოსა საიდი აღნიშნავს, ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ის მოუწოდებს ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ. „პირველ რიგში,…
  • 39
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 39
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 37
    „პალიტრა მედიას“ განცხადებაბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…