ოზურგეთისა და დმანისის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მესაზღვრე შაშვები“ წარმოადგინეს.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სპექტაკლ „მესაზღვრე შაშვების“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა ოზურგეთისა და დმანისის დრამატული თეატრების ერთობლივი ნამუშევარია.
საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სახელმწიფოს რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, თეატრის მოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ნ. საიმონის, ნაწარმოების – „ბილოქსი ბლუზის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორია დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე. ადაპტირებული პიესის ავტორია ნინია სადღობელაშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმების ავტორი – მანანა კიკაბიძე, რეჟისორის ასისტენტები – მაკა მამულაშვილი და გიორგი ბაბილოძე. სპექტაკლში მონაწილეობენ ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე, ნიკა ძნელაძე, ჯაბა მორჩილაძე, ირაკლი ურუშაძე, გიორგი ჩავლეშვილი და დმანისის თეატრის მსახიობები: ანა ბანძელაძე, გიორგი გიორგიძე, გია საგინაშვილი, დათო ჩოგოვაძე.
სპექტაკლი „მესაზღვრე შაშვები“ ომისა და ოკუპაციის თემას ეხება. პიესა ახალგაზრდა რეზერვისტების ამბავს გვიყვება, რომელთა ცხოვრების სტილის, პროფესიის, შეხედულებების გათვალისწინებით თითქოს დაუჯერებელია, რომ ისინი შეიძლება წავიდნენ ჯარში, ემსახურონ ქვეყანას და შეცვალონ თავიანთი ცხოვრების გზა. ეს ასპექტი სამხედრო ამბავს საკვირველ მოვლენად აქცევს. ახალგაზრდებს მოუწევთ ისწავლონ, განიცადონ, დაიცვან თავიანთი ღირსება და ოკუპანტებთან ბრძოლაში საკუთარი თავი აქციონ თავგანწირვისა და გმირობის სიმბოლოდ.
სტატია იხილეთ გაზეთი „ალიონი“ #7.
გაზეთ „ალიონის“ ფოტო
მსგავსი სტატიები
- 82
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 80
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 72
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 70
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 69
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…