„გორგასლიანის ბიჭები“ – ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ,
ასეთი კლასი და ამდენი საოცარი ადამიანის ერთ კლასში თავშეყრა შემთხვევითობა არ უნდა ყოფილიყო, ეს უდავოდ ღვთის ნება იყო…
„31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით…“ – იხსენებდა გურამ დოჩანაშვილი.
_ ბიჭებს ერთად ქეიფიც უყვარდათ, ქართული სუფრის ტრადიციებსაც არ ღალატობდნენ. მათ შეეძლოთ ქართული სიმღერა და კარგად მუზიცირებდნენ. შემდეგ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მუსიკალურ ათწლედში გადავიდნენ…
მათ ჰქონდათ ასევე სხვადასხვა ხუმრობა. ერთ-ერთ ხუმრობას ჰყავდა 2 პერსონაჟი, – ქუჩური კულტურის მიმდევარი – შალიკო და გოგია. ბიჭები მათზე ძირითადად სასაცილო ამბებს ყვებოდნენ. რა თქვა შალიკომ და რა უპასუხა გოგიამ. ამ იუმორით, რა თქმა უნდა, არა ბოროტად, თბილისური ქუჩური კულტურის წარმომადგენლებს ასახიერებდნენ და გარკვეულად აშარჟებდნენ.
იმ პერიოდში ასევე „წყნეთელი ვირის“ სახით სატირული ფიგურა შექმნეს. ის სამხედრო პირი იყო, რომელმაც დიდ სიმაღლეებს მიაღწია – ხელში ჩაიგდო უზარმაზარი იმპერიის მთავარსარდლობა. ვირს „ყანეული“ ერქვა, ამაზეც წერდნენ რაღაცნაირ ეპოსს და დასცინოდნენ. „ყანეული“ რაღაცით ჰგავდა დევს ცნობილი სპექტაკლიდან „ჭინჭრაქა“… ამგვარად, ეს უწყინარი ცხოველი ისეთ ფიგურად წარმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ უძლიერეს არმიას ჩაუყენეს სათავეში, რომელმაც შემდეგ ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა…
ბატონი გელას ერთი მონათხრობი მახსოვს – ამ კლასის წარმომადგენლები ერთად იყვნენ სუფრაზე და მოესმათ მოცარტის მუსიკა და მაშინვე იცნეს. მათ შეეძლოთ, მოესმინათ მუსიკა, არ სცოდნოდათ კომპოზიტორი და მისი ვინაობა გამოეცნოთ. ერთხელაც, ერთად ყოფილან, მოცატი მოუსმენიათ, მაშინვე გამოუცნიათ, ზვიად გამსახურდიას კი უთქვამს, მოცარტი კარგია, მაგრამ „ჩაკრულო“ საოცარი ნაწარმოებია მუსიკალური კულტურის და განსხვავებული თვითმყობადობისო…
ისინი „ეპოქის გმირები“ იყვნენ…
უცნობი ავტორი
მსგავსი სტატიები
- 94
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 92
ამა წლის 11 აპრილს ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანებისს თანამშრომლებმა გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად პატივი მივაგეთ ვაშნარის ველზე დაღუპულ გმირებს.უშუალოდ საფლავთან ჩავატარეთ საიფორმაციო საუბრები. ბრესტ -ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება და საქართველოს საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრა მუზეუმოს არქეოლოგია ნუმიზმატიკის განყოფილების გამგემ მარიკა ღლონტმა;პირველი ეროვნული გმირი ვალოდია გოგუაძე მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგემ დარეჯან …
- 90
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 89
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
- 89
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…