ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი – რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია.

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ საიმონის დრამის „ბილოქსი ბლუზის“ მიხედვით,შექმნილი „მესაზღვრე შაშვები“ -ს ჩვენება,  25-26 მარტს გაიმართა.  სპექტაკლის რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე; ადაპტირებული პიესის ავტორი ნინია სადღობელაშვილი; მხატვარი თეო კუხიანიძე; მუსიკალური გაფორმება: მანანა კიკაბიძე; რეჟისორის ასისტენტები: მაკა მამულაშვილი; გიორგი ბაბილოძე; ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე; ნიკა ძნელაძე; ჯაბა მორჩილაძე; ირაკლი ურუშაძე; გიორგი ჩავლეშვილი. სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე;

დმანისის თეატრის მსახიობები: ანა ბანძელაძე; გიორგი გიორგაძე; გია საგინაშვილი; დათო ჩოგოვაძე;სამხატრვო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.

სცენა: ღამე ჯიუტად, მაგრამ მაინც ნელა იწევს უკან და აისი ემზადება შემოსასვლელად. თუმცა ჯერ კიდევ ისევ ბატონობს  ბინდი. მოლივლივე ზღვის პირას გაშლილ სამხედრო კარავში, ცნობისმოყვარე მედდები რეზერვისტებს უთვალთვალებენ.სიმბოლურია მათი სახელები, ალფა და ომეგა.მედდა თავის კოლეგასთან საუბრისას ამბობს, შაშვები გამთენიისას იწყებენ გალობას, როცა ღამით იწყებენ გალობას, უბედურებაა მოსალოდნელი.

სიმყუდროვესდრო და დრო არღვევს ტალღების წყნარი ხმაური, შაშვების გალობა და რეზერვისტების ჩუმი გადაძახილი „გღვიძავს“? თენდება  და ახალი რეჟიმით იწყება ცხოვრება. უფრო სწორად, უნდა დაიწყოს. მაგრამ მზაობა რამდენად არსებობს,ამას, სპექტაკლის მესვეურნი ეტაპობრივადგვთავაზობენ.ჯგუფში  სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები შეკრებილან.  ლინგვისტი, ტრაილერის მძღოლი, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები; ზოგს უკვე ღვიძავს, ვიღაც გაღვიძების პროცესშია, ვიღაც ოცნებობს, ვარჯიშობს… , და ამ თავისუფლებას არღვევს სერჟანტი.  აქ არ არის სიბრალული, ან დანდობა. უმკაცრეს წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა. არ არსებობს სახელი და გვარი, პროფესია,  სახელები ნომრებთან ერთად მოიხსენება. ასეთია იდეოლოგია – ომში ხარ და ყველაფერი უნდა აიტანო. სხვებისთვის მსხვერპლი უნდა გაიღო.

„სამხედრო სამსახურმა ჩემი ტვინის ნახევარი წაიღო“- ბოლო ხმით ყვირის სერჟანტი და ჯგუფის წევრებისგან, მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი, მძიმე სასჯელით პასუხობს. თანდათან იკვეთება, რომ ცხოვრება არ არის ისეთი ნათელი ფერები, როგორც მკაცრი რეალობა. კერძი აუტანელი და საზიზღარი, მაგრამ უნდა ჭამო, უნდა აიტანო ბაღლინჯო, მკბენარი, კოღო, იხოხო ჭაობში. ბევრია განუკითხაობა, დამცირება. ვიღაც კულისებში მდგომი, საშინლად ძალადობს რაზმის ერთ-ერთ წევრზე,  შესაბამისად მძაფრდება პროტესტი. ძალადობის მსხვერპლი სასოწარკვეთით ამბობს: „ არ დავიცავ იმ ქვეყანას, რომელიც არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს. საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგე“.

ნელ-ნელა მიეჩვივნენ მუქ რეალობას ახალგაზრდები. თავისებურად ერთობიან და იხალისებენ  ცხოვრებას. არაფერია შელამაზებული,  შუქ-ჩრდილიანია ურთიერთობები, ჭაობში ჩაძირულიც, ჭაობზე მოცურავეც და ჭაობიდან ამოყვანილიც.

შემოდის თემა: სიცოცხლის ბოლო კვირაა თითქოს. როგორ გაატარებდით დროს. ოცნებებში გაჯიბრება ქულებით შეფასდა. გამოიკვეთა, რომ არც ერთია იდეალური პერსონაჟი.ჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, თავიანთი კარგი და ცუდი ჩვევებით. ყოფითი, თუ ბიოლოგიური მოთხოვნები გამოდის წინ, ოღონდ, ძირითადად,  თანმდევი საკუთარ პროფესიებთან ერთად. იმარჯვებს ანრის იდეა – 200 აზიდვა მეთაურს, როგორც თავად აიძულებდა და აიძულებს რაზმელებს,  არ ჰქონდა  მნიშვნელობა, შესძლებდნენ, თუ არა.

„სულით ხორცამდე გეზიზღებით მეც და ჩემი დისციპლინაც, მაგრამ მაინც ისე მოგენატრებით, როგორც მშობელი პატარა ბავშვს… ერთ ჯარისკაცს ავარჩევდი, რომ არ მიჯერებდა და მას დისციპლინირებულ ჯარისკაცად ვაქცევდი, მთელი ჯარი რომ იამაყებდა. ეს სერჟანტის ოცნების ნაწილია, რომელიც რაზმელის მოთხოვნაზე, თავადვე ეცემა იატაკზე და აზიდვებს აკეთებს, მის გვერდით ნელ-ნელა იკავებენ ადგილს, ერთი აზიდვა, სიტყვასთან ერთად – ჰო. მერე ჰო, მესამე და ა.შ. რაზმი მზადაა…

შემოქმედებითმა კოლექტივმა და მსახიობებმა   სუსტი, მოუმზადებელი, ზარმაცი რაზმელების,  ამორალური მედდის, და მათ შორის მოძალადე უფროსის თავდაპირველ პერსონაჟთაგან, თანდათანმოიყვანეს მაყურებლამდე, მომზადებული, გაკაჟებულიჯარისკაცები.  რომლებშიც, თუნდაც კულისებში მდგარი ცალკეული უპასუხისმგებლო მოძალადე, ვერ ახერხებს  მოკლას  ვალდებულების გრძნობა, თავისი ქვეყნის დაცვისა.

და შაშვმა დაიწყო გალობა ღამით, ომის საშინელება დაატყდათ თავს. ერთად გადაიტანეს პირველი თავდასხმა. ბიჭებო სად ხართ, ეძებს და უკვე სახელებით ეძახის შეშინებული მედდა.  ნელ-ნელა მწკრივდებიან ხაზზე. უკეთ იციან ერთმანეთის ფასი და გრძნობენ ომის საშინელებას. გრძნობენ თავიანთ მოვალეობას. რომ ვერც ერთი პროფესიის მსახურებას შესძლებ, თუ ომია ქვეყანაში და ქვეყნის მსახურება ყოველთაგან პირველია.

სიმბოლური იყო სპექტაკლის დასასრული. რეჟისორმა ჩამოუარა მწყობრში მდგომ რაზმელებს, რიგითობით ჩაიბარა როგორც სამსახიობო შესრულების, ისე ჯარისკაცობის პატაკი, სიამაყით შემოუბრუნდა რიგში მდგომ „რეზერვისტებს“ და გაუღიმა.

გავესაუბრეთ რეჟისორს, გიორგი სიხარულიძეს:

რატომ ომის თემა? – „ჩვენ ომში ვართ და გვეუბნებიან, კიდევ მეტად ჩავებათ უარეს ომში. ეს საშინელებაა, და არ უნდა დავუშვათ, მაგრამ , როცა არ არის არჩევანი, ყველამ უნდა დავიცვათ სახელმწიფო ინტერესი.

– რამ განაპირობა კოპროდუქციის შექმნის იდეა და როგორი იყო ორი თეატრის მსახიობთა თანხვედრა მუშაობის პერიოდში?

– „ჩვენი თეატრი სარემონტო სამუშაოებში იმყოფება, თუმცა არ გავჩერებულვართ. ოზურგეთში, ზუგდიდში, ვანში, სამტრედიაში, ზესტაფონში…, ყველგან დაიდგმება ჩვენი სპექტაკლები, რვავე დაიდგმება დმანისშიც. კომფორტული დარჩა ორთავე თეატრის მსახიობთა ერთობლივი მუშაობა. ზაზამ და ვასომ საუკეთესო  პირობები შეგვიქმნეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.

ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სამ სხვა თეატრთან ერთად, თავისი დასით ინდოეთში იმყოფებოდა, ამჟამად პორტუგალიაში მიემგზავრება. 4 აპრილს იქ გამართავს პრემიერას და 9-ში დაუბრუნდება ოზურგეთის  თეატრს. შთაბეჭდილებებზე სასაუბროდ, უცხოეთიდან, დაბრუნების შემდეგ შევთანხმდით.

სპექტაკლის პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    გაზეთი ,,ლანჩხუთი პლუსი“ ერთგულ მკითხველს დაემშვიდობა„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
  • 100
    ძუძუმწოვრების ლაყე კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებათემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
  • 100
    „ვიჭაჭებოდით და ბოლო ხმაზე ვყვიროდით, ლამპარი, ალური კუდიანებსა.. ლამპარიიიიიი“ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას: _ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 93
    „მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და გუშინ პეტიციას  „თავისუფლება მიშას“  ხელი მოაწერა, ოდნავ მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე  შემდეგი ახსნა-განმარტება გააკეთა: „ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას,მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის…

არ გამოტოვოთ