28 თებერვალს, ქ. ოზურგეთში, ტექნოპარკში, გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF)და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

პროექტის პრეზენტაცია _ჩატარებული სამუშაოების, კვლევების და კანონპროექტის მომზადების შესახებ ისაუბრა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის კოორდინატორმა გიორგი ცინცაძემ;

ადგილობრივ თემებთან შეხვედრებისა და განხორციელებული საგრანტო პროექტები მიმოიხილეს ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი _პროგრესის სახლის დირექტორმა ლევან მჟავანაძემ და „სტუდენტურ-ახალგაზრდული საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე ნათია გეგიაძემ, ხოლო კანონპროექტის მიმდინარე სტატუსზე _ დაცული ტერიტორიების წარმომადგენელმა ნატო სულთანაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოფილმის ჩვენება გაიმართა.

პროექტი „გურიის ეროვნული პარკის“ დაარსება მიზნად ისახავს გურიის უნიკალური ეკოსისტემის დეგრადაციისა და ფრანგმეტაციის შეჩერებას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენების აღმოფხვრის გზით.

ეროვნული პარკის დაარსება პირდაპირ გავლენას მოახდენს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე. ერთის მხრივ, შენარჩუნდება გურიის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, ხოლო მეორეს მხრივ, ეროვნული პარკი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, განავითაროს შემოსავლის ალტერნატიული და მდგრადი წყაროები ტურისტული პოტენციალის ზრდის მეშვეობით, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

მსგავსი სტატიები

  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 78
    ნინო თანდილაშვილი:„გურიის ეროვნული პარკი გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი“გასულ ხუთშაბათს, ქ. ოზურგეთში, სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“საკონფერენციო დარბაზში  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „გურიის ეროვნული პარკის შექმნა“ საწყისი სემინარი გაიმართა. სემინარის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა,…
  • 78
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ