ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  რეგიონული და ცენტრალური ტელევიზიების კამერების ფონზე ტრადიციულად ხმაურითა და ურთიერთდაპირისპირებით დაიწყო.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტი გააპროტესტა და იქ განთავსებულ რკინის საყვავილეებს „კუბოები“ უწოდა.

_ევროკავშირის გრანტით ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ ეს თანხა ფაქტიურად წყალში გადაყარეს. მოიტანეს სიმახინჯეები და დადგეს . ერთადერთი მიზეზი რის გამოც იქ პროექტი განახორციელეს, იყო ის, რომ წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული სკვერი, უნდა ამოეძირკვათ , როგორ შეიძლება ,,ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდებოდეს ქალაქის ცენტრში რამე? გაცილებით მაგარი რაღაც უნდა ვაკეთოთ და ეს მაგარი რაც არის, უკვე ვნახეთ . ქალაქის ცენტრში მოიტანეს პირდაპირ კუბოს მსგავსი ჯართის გროვა და მიმტკიცებენ, რომ წინა პროექტი იმიტომ დავანგრიეთ, ეს უფრო მაგარიაო . მომწონს ჭავჭავაძის და სხვა ქუჩებზე მიმდინარე პროექტები, მაგრამ თუ არ მოგვწონს რაღაც, ჩვენ ვყოფილვართ მტრები და ის კუბოები, რაც დაყარეს ქალაქის ცენტრში, პატრიოტიზმი ყოფილა .  არავის არ მოსწონს ის, რა სიმახინჯეც მოაწყვეს, აუცილებლად უნდა აიღონ _ განაცხადა დავით მჟავანაძემ და  საკრებულოს დარბაზის კედელზე ფოტოების გაკვრა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციას მოღალატეები, ომის პარტიის უწოდეს და კედელზე ფოტოები არ გააკვრევინეს. ნაციონალმა დეპუტატება სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

,_დესტრუქციული პოლიტიკური ძალა თავის ჩვეულ რეჟიმს არ ღალატობს და ცდილობს არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე , ეს არ არის პირველი შემთხვევა , როდესაც ისინი პროექტებს და განვითარებას ებრძვიან და მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილავთ ქალაქის მდგრადი განვითარების საკითხებს, ისინი ტოვებენ სხდომას, ხმაურით ცდილობენ რომ ჩაშალონ და ხელი შეუშალონ სამუშაო პროცესს. საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე იყო მოსაზრებები და ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით რა თქმა უნდა , მივიღებთ იმ ობიექტურ შენიშვნებს რომელიც ამ პროექტის ირგვლივ შეიძლება არსებობდეს ,“_ განაცხადა ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ.

შემდეგ სიტყვა მოძრაობა „ხალხის ძალა“-ს წარმომადგენელმა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილმა ითხოვა:

_მინდა, გლობალური ომის პარტიას გამოვეხმაურო, რადგან არ მაცალეს და  არ მომეცა საშუალება, პასუხი გამეცა.  საკრებულოს სხდომამდე 3-4 დღით ადრე დავით გორდელაძე წარსდგა ანგარიშით საკრებულოს სამი დიდი კომისიის წინაშე.. იქვე იყვნენ თვითონ ნაციონალური პარტიის დეპუტატები, თავად დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე.  ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, კრინტი არ დაუძრავთ კონკრეტული პროექტების გარშემო.  ვინ დაუშალა, ეთქვათ, კრიტიკულად გამოსულიყვნენ. თუმცა, იცით,  რაშია საქმე? კომისიის სხდომაზე არ იყვნენ ოპოზიციური ტელევიზიები და ჟურნალისტები, არ იყო კამერები. დღეს კი აქ არიან. ამჯერად  მათი მთავარი ამოცანა იყო, კამერების წინ  პოზიორობა. მე იმის თქმა მინდა, რომ აქ არ მიდის გადაღებები, საკრებულოს დარბაზი არ არის თეატრალური მოედანი... მოვიდნენ და ილაპარკონ საქმეზე, _ თქვა მან საკრებულოს ნაციონალი წევრების მისამართით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა საკითხებთან ერთად ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე იმსჯელეს. საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას ამ საკითხზე შესაბამისი თანხმობა მისცა.

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    ბიჭებო სად ხართ,... ანუ, როცა შაშვები ღამით იწყებენ გალობას?ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
  • 89
    გაზეთი ,,ლანჩხუთი პლუსი“ ერთგულ მკითხველს დაემშვიდობა„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
  • 88
    ძუძუმწოვრების ლაყე კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებათემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
  • 88
    „ვიჭაჭებოდით და ბოლო ხმაზე ვყვიროდით, ლამპარი, ალური კუდიანებსა.. ლამპარიიიიიი“ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას: _ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…