კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე – ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

საქართველოში ფონდს ქართული მენეჯმენტი მართავს. CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან (2015 წელი) მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.

ფონდის მენეჯმენტი დიდ ყურადღებას უთმობს ახალი თაობის აღზრდას და მათთვის კონკურენტუნარიანი სამუშაო პირობებისა და გარემოს შეთავაზებას. კომპანიაში დასაქმებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ინჟინრებთან, ენერგეტიკოსებთან და ფინანსისტებთან ერთად მუშაობით გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ უნიკალური გამოცდილება.

„წელს ძალიან გაგვახარა ბახვი ჰესის პროექტების უმცროსმა ინჟინერმა ნინი გიორგაძემ, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტის 500 ათას დოლარიანი გრანტი მიიღო. ნინი 2023 წლის სექტემბრიდან შეუდგება სწავლას მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტში, კერძოდ სტენფორდში დოქტურანტურაზე სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის მიმართულებით. ძალიან მახარებს მისი წარმატება და ყველა ვგულშემატკივრობთ მას. ნინიმ 2020 წელს თბილისში სან-დიეგოს უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და ჩვენთან მოხვდა სტაჟირებაზე. სტაჟირების შემდეგ დარჩა კომპანიაში და იმუშავა ჯერ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი გადაინაცვლა  ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე სამუშაოდ. სხვათაშორის, მისი ჩვენთან მუშაობის გამოცდილება გახდა ერთ-ერთი განმსაზღვრელი სტენფორდის კონკურსში გასვლის დროს. სტენფორდის უნივერსიტეტი ცნობილია თავისი ტრადიციულად ძალიან მკაცრი შეფასებების სისტემით, რაც ამ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებს ამცირებს. თუმცა, ერთის მხრივ ნინის უმაღლესმა ქულებმა, მეორეს მხრივ კი სამუშაო გამოცდილებამ, სხვა დადებით თვისებებთან ერთად, თავისი ქნა და ჩარიცხვასთან ერთად, მან 500 000 დოლარიანი გრანტიც მოიპოვა. ჩვენ კომპანიაში ვთვლით, რომ თითოეული ჩვენთაგანის მისიაა ახალი თაობის აღზრდა, მათი განვითარება და მათთვის შესაძლებლობების მიცემა“ – ამბობს მიხეილ ნიბლაძე, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი.

გთხოვთ, იხილოთ CCEH-ში დასაქმებული ახალი თაობის წარმომადგენლების შესახებ ვიდეო სიუჟეტი.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე!

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 100
    „თუ კაცი კაცის წამალი  იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო“დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
  • 100
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
  • 100
    ლაზარე ჩხარტიშვილი_მუნიციპალურ საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულიდაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…

არ გამოტოვოთ