ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასთან მეწყერის გამო საავტომობილი გზა გადაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას„TV. აგროგარემო“ავრცელებს.

„ინფორმაცია გზების დეპარტამენტში გადავამოწმეთ. აქ გვიდასტურებენ, რომ ,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია“.

სოციალურ ქსელში ადგილობრივები გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ფერდის გაჭრა, გამაგრების გარეშე განხორციელდა.
როგორც საავტომობილო გზების დეტაპრტამენტში გვეუბნებან, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე.“_აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 36
    როდის გაიხსნება რიკოთის ავტობანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ ასახელებენდღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მოძრაობის შეჩერების გამო პრესკონფერენცია გაიმართა. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა მხოლოდ რიკოთის საავტომობილო გზის ჩაკეტვის მიზეზებზე ისაუბრა. ამ დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „თოვლის დნობის შემდგომ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, მთის ფერდზე აღმოჩნდა ბზარები,…
  • 34
    საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.