მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრისა და გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გაიხსნა გურიის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა აწ გარდაცვლილი მხატვრის ბიძინა ჭეფხოძის ხსოვნას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორმოცამდე ავტორის ასზე მეტი ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, რეწვა).
საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ საქართველოს კულტურის ფონდის თავჯდომარე, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, საქართველოს მხატვართა კავშირის თავჯდომარე გურამ ცერცვაძე, გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარე თამაზ დარჩია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი , პროფესორი  ვიდას კავალიაუსკასი, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მხატვარი  ავთანდილ თავართქილაძე, ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორი, მხატვარი მზია კვინტრაძე, მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი, ბიძინა ჭეფხოძის მეუღლე ნინო ნადირიძე.
გამოფენა გასტანს ერთი თვე.

მსგავსი სტატიები

  • 54
    გურიის რეგიონის მხატვრების გამოფენა კულტურის საერთაშორსიო ცენტრ „მუზაში“მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრსა და საქართველოს კულტურის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თბილისში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში,, მუზა" 13 მაისს გაიხსნა გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობას ღებულობდა რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის _ ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი - 56 მხატვარი. გურულ მხატვრებს მიესალმნენ: საქართველოს კულტურის…
  • 54
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 47
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 43
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 43
    გურიის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა „ოპიზარში“8 ივნისს,  ქ. თბილისში, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში“გაიხსნა გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ნამუშევრების საანგარიშო გამოფენა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ოზურგეთის,  ლანჩხუთის , ჩოხატაურის მხატვრები, _  სულ 56 მხატვარი. წარმოდგენილი იყო მათი  112 ნამუშევარი.  _ ეს იყო რეგიონალური გასვლითი გამოფენა,რომელიც ჯერ 13 მაისს გაიმართა საქართველოს კულტურის ფონდის მიწვევით მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის…