დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა  ტრადიციად ქცეული სცენარით დაიწყო.  საკრებულოს დღის წესრიგის გამოცხადებისთანავე,  ტელევიზიების კამერების წინ,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გააპროტესტა, რომელიც უცხოური გავლენის, ფინანსურ გამჭირვალობას გულისხმობს და აცხადებენ რომ იგი ამერიკული ვერსიის ზუსტ თარგმანს წარმოადგენს.  ოპოზიცია კი ამტკიცებს, კანონი რუსული სულისკვეთებისაა და ნიკოლაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატები რუსულ გავლენებში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ფრაქცია„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ვიდეო აჩვენა, სადაც იგი რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს.

ფეხზე მდგომმა თათია ნიკოლაშვილმა სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ თანაპარტიელებთან ერთად საკრებულოს ხდომა დატოვა.

ნაცმოძრაობის დეპუტატებთან ერთად სხდომა დატოვეს ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტებმაც.

სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის ჰიმნის მოსმენის გამო,გაზეთ „ალიიონთან“ თავისი გულისტკივილი გამოთქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნათია ღაჟონიამ:

_სამწუხაროდ, დღევანდელი დღის განცდა, საკრებულოს სხდომაზე რუსეთის  ჰიმნი, ეს იყო გარკვეული შეურაცყოფა,  ძალადობა ჩემს პიროვნებაზე. ეს ჰიმნი ბოლოს  9 აპრილის შემდეგ რუსეთის ტელევიზიით, მოვისმინე  და დღევანდელ სხდომაზე გვაიძულეს კვლავ მოგვესმინა ნაცმოძრაობის მხრიდან გაჟღერებული ჰიმნი. რუსეთის იმპერია ჩემთვის ასოცირდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, 9 აპრილის ტრაგედიასთან, რომელსაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება რომ მოშუშდეს _გვითხრა ნათია ღაჟონიამ.

გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარი ჩხიკვიშვილმაც გააკეთა:

_ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურად გაკოტრებული ძალა,რომლის დეპუტატები  ყველა ხერხით ცდილობენ საკრებულოზე შექმნან ქაოსი, არეულობა . დღესაც უნიჭო პერფონმანსით შეეცადნენ საკრებულოს სხდომის ჩაშლას .

ჩვენთვის შეურაცხმყოფელია რუსული ჰიმნის მოსმება . ნაციონალურმა მოძრაობამ რუსულ ჰიმნს გულზე ხელდადებული, ფეხზე წამომდგარი უსმინა, რადგან მათთვის მშობლიურია. სწორედ მათმა პარტიამ გადასცა რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ადგილები.ამას ადასტურებს 2008 წლის რეზოლუცია . რუსეთს – გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია! რუსეთს ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე! რუსეთს – მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები! რუსეთს – მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი! რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ! რუსებისგან – იღებენ შემოსავალს, – ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!

ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია. ჩვენ გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომელთაც სასტიკად არ უყვართ სამშობლო.ზოგადად, სამშობლოს ცნება არ არსებობს მათთვის. არ ახარებთ არც ეკონომიკური ზრდა, არც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არც მშვიდობა .მათ ყველა ხერხით ეცადნენ საქართველო ომში ჩართულიყო . პოლიტიკურად გაკოტრებულ პარტიას უნიჭო პერფონმანსების გარდა აღარაფერი დარჩენიათ. _გვითხრა მარი ჩხიკვიშვილმა.

მსგავსი სტატიები

  • 53
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 53
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 53
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 52
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 50
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…