„დაბადების დღეს ვულოცავთ უმშვენიერეს მონიკა ახვლედიანს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და წარმატებებს!
მე ვარ მონიკა ახვლედიანი 24 წლის, საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია’’-ს დღის ცენტრის პროგრამით მოსარგებლე.
ცენტრში მოსვლის დღიდან, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შევიძინე საუკეთესო მეგობრები. სახლში ჩაკეტილი გოგოს სამყაროდან, სულ სხვა შესაძლებლობების ფანჯარა გაიღო ჩემთვის. საუკეთესო და გულისხმიერი პედაგოგები დამეხმარნენ გავმხდარიყავი კომუნიკაბელური, შემეძინა და განმევითარებინა ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებმაც ჩემი შემდეგი წარმატებები განსაზღვრა. კარგმა ვოკალურმა მონაცემებმა და მუსიკის დიდმა სიყვარულმა, გამიხსნა გზა, უამრავ ფესტივალსა და ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა.
დღის ცენტრის ხელშეწყობით და მხარდაჭერით გავხდი პროექტ – ,,,ივერია ბრილიანტი’’-ს მიერ ორგანიზებული სიმღერის/ცეკვის და ხელოვნების ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი. ასევე, გვქონდა გასვლითი კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ფესტივალებზე, სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. ვიმოგზაურეთ უკრაინაში სადაც მუსიკალურ ფესტივალში – ,,გადავლახოთ საზღვრები’’ მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი დავიკავე.
მიყვარს წიგნების კითხვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება. მინდა ვისწავლო ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და გავხდე კვალიფიციური ფსიქოლოგი.
ჩემი სურვილია საზოგადოებამ მიგვიღოს ისეთები, როგორებიც ვართ. გავაღოთ სახლის კარი, გამოვიდეთ გარეთ და ვუთხრათ ყველას რომ დაგვინახონ, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ძლიერები ვართ! “ _წერს ასოციაცია „გურია“ სოციალურ ქსელში.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს მონიკა ახვლედიანს დაბადების დღეს.

მსგავსი სტატიები

  • 91
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 87
    პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა უკრაინელებსრუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორების - ლუჰანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ვოლოდიმი ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა. გთავაზობთ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ტექსტს: დიდი ქვეყნის, დიადო ერო! ჩვენ და ჩვენს ქვეყანას არა აქვს დრო გრძელი ლექციებისთვის ისტორიის შესახებ. ამიტომაც, მე არ ვილაპარაკებ წარსულზე, ვისაუბრებ აწყმოსა და მომავალზე. ეს არის უკრაინა…
  • 85
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 85
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 84
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…

არ გამოტოვოთ