15 მარტს, ჩოხატაურის მუნციპალიტეტის მერმა ბატონმა დავით შარაშიძემ, მერის სათათბირო ორგანო ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო” შექმნა.მისასალმებელია,რომ მრჩეველთა საბჭო საზოგადოებისათვის ცნობილ და დამსახურებულ ადამიანებს აერთიანებს და მასში ახალგაზრდები და უფროსი თაობის წარმომადგენლებია გაერთიანებული.
დავით შარაშიძე -ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი;
მედეა შარაშიძე -ა(ა)იპ ,,ოდა ქერი”-ის წარმომადგენელი;
თამთა ცინცაძე-ა(ა)იპ ,,გურიის სამოქალაქო ცენტრის” კოორდინატორი;
ზაურ ოსეფაიშვილი– ,,შალომ კლუბ გურიას” პრეზიდენტი;
ანტონ ხუნდაძე– შპს ,,მედალფას ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის” დირექტორი;
სალომე გუდავაძე– შპს ,,ჯანმრთელობის სახლი გურიაში” დირექტორი;
ბესიკ მეფარიშვილი– ინდ მეწარმე;
დათო კობიძე -ინდმეწარმე;
დათო პაიჭაძე– შპს ,,სახარიას”დირექტორი;
ნანა მგალობლიშვილი– პედაგოგი;
ალეკო კვინტრაძე -პედაგოგი;
ქეთევან კუბლაშვილი– პედაგოგი;
დოდო მაღრაძე– პედაგოგი;
ნატო ჩანტლაძე– ექიმი;
ლევან მეგრელიშვილი- ექიმი;
სოფიკო ჯინჭარაძე -გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ჩოხატაურის ბიუროს ხელმძღვანელი.
საბჭოს წევრებს მიესალმა მუნიციპალიტეტის მერი ბატონი დავით შარაშიძე,რომელმაც ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე, და სამომავლო პროექტებზე.
შემდგომ ბატონმა მერმა საბჭოს წევრებს გააცნო მერის მრჩეველთა საბჭოს მიზნები
1.ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და მერის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის
გაზრდა
2.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და მერს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა.
გ.მერის საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა.
3.მოქალაქეების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.
ბატონი მერის მიმართვიდან გამომდინარე: საბჭო უნდა იყოს ცოცხალი მექანიზმი,რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი თვითმართველობის განვითარებას.მან უნდა იმუშაოს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიურობის და მიუკერძოებლობის პრინციპებით. საჭიროა მოსახლეობა მეტად იყოს ჩართული მერიის საქმიანობაში, მერია მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ მეტი მობილიზებაა საჭირო. ყველა ის საკითხი,რომელიც ამ კუთხით იქნება განხილული მრჩეველთა საბჭოზე,რაც არ უნდა მწვავე იყოს არ დარჩება რეაგირების გარეშე.
საბჭოს მდივანია_ ანა გიორგაძე-ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების საკითხებში.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 60
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 58
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 58
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…

არ გამოტოვოთ