ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასთან მეწყერის გამო საავტომობილი გზა გადაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას„TV. აგროგარემო“ავრცელებს.

„ინფორმაცია გზების დეპარტამენტში გადავამოწმეთ. აქ გვიდასტურებენ, რომ ,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია“.

სოციალურ ქსელში ადგილობრივები გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ფერდის გაჭრა, გამაგრების გარეშე განხორციელდა.
როგორც საავტომობილო გზების დეტაპრტამენტში გვეუბნებან, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე.“_აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ