22 აპრილი დედამიწის დღეა, სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“გამოცხადდა. ღონისძიების ორგანიზატორია ბახვი ჰესი, რომელიც უკვე მეორე წელია რაც ამ დღეს აღნიშნავს გურიაში.კონკურსის კურატორი კი, ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი ლელა მდინარაძეა.

საკონკურსო დავალებასამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით არის გადანაწილებული:მოცემულ თემაზე დაწყებითი კლასებისI – IV, მოსწავლეებმა უნდა შექმნან ნახატი, V–VIII კლასის მოსწავლეებმა გააკეთონ აპლიკაცია / პოსტერი, უფროსკლასებელბმა IX – XII კი,დაწერონ ესსე. კონკურსის მიზანი, ერთი მხრივ, გარემოსდაცვის საკითხების მიმართ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მეორე მხრივ კი, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების წახალისებაა. ორივე სკოლადამოუკიდებლად იღებს კონკურსში მონაწილეობას, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში კი, ჟიურის წევრები სამ გამარჯვებულს გამოავლენენ. კონკურსს სულ 18 გამარჯვებული ეყოლება. ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატს კი ყველა მოსწავლე მიიღებს.

„ 22 აპრილს მთელი მსოფილო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბუნებრივი რესურსების დაცვის შესახებ მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებაა. ბახვი ჰესის მიერ გამოცხადებული კონკურსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სოციალური პროექტების დიდი ნაწილიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.  ვაცნობიერებთ, რომ ახალგაზრდებისთვის განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლება არსებული გამოწვევების დაძლევის საკუთესო გზაა. თითოეულ ადამიანს აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. დედამიწის ბუნებრივი რესუსრების დაცვა კი ყველაჩვენგანის ვალდებულებაა“- აცხადებს ლელა მდინარაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი, ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

„გამოცხადებული კონკურსით მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი უკვე დაინტერესდა, რაც ცხადია, გვახარებს. ჩვენ სპეციალურად შევიძინეთ კონკურსის დავალების შესასრულებლად ყველა საჭირო საკანცელარიო ნივთი და გადავეცით სკოლებს. სკოლებში ასევე, გამოკრულია კონკურსის წესები. დირექტორები და მასწავლებლები, თავის მხრივ, გვეხმარებიან მოსწავლეებში ინფორმაციის გავრცელებასა და მათთვის კონკურსში მონაწილეობისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის. კონკურსს დამოუკიდებელი ჟიური ჰყავს, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულებს. მოსწავლეებს კივუსურვებ წარმატებას“_ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

სკოლების დირექტორებისთვის ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადა 2023 წლის 14 აპრილია. კონკურსის გამარჯვებულები კი, 2023 წლის   აპრილის ბოლოს გამოვლინდებიან.

საპრიზო კატეგორიები პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეებისთვის განსხვავებულია.

დაფინანსებული ფართი

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 63
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 62
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 61
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…