ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და საეკლესიო გალობამ საუკუნეების მანძილზე ერთმანეთი გაამდიდრა და ადამიანთა შესახმიანებლად განუმეორებელი მუსიკა შექმნა.

2001 წელს, ქართული სიმღერა UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა როგორც ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი. ერს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

სწორედ აქედან წარმოიშვა იდეა, ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორჩეულ ხელოვანთა მემორიალური სკვერის მოწყობის შესახებ. ამ ეროვნულ საქმეს არა მარტო ხელმღვანელობის, არამედ საზოგადოების მხარდაჭერაც სჭირდება.

გურულ პოლიფონიას – ამ უნიკალურ ფენომენს, მისხალ მისხალ ქმნიდნენ ერის გამორჩეული ადამიანები, ხელოვანები. მათი ძეგლებით საზოგადოება შექმნის მემკვიდრეობითობის მეხსიერების ადგილს, რომელთანაც დაკავშირებული იქნება საზოგადოების გაერთიანებული ღირებულებები.

საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი კუთხის მუსიკალური მემკვიდრეობა, გთხოვთ გავერთიანდეთ ამ საერთო საშვილიშვილო საქმეზე სამსჯელოდ და საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.

შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის რეგიონულ წარმომადგენლობაში ა.წ. 26 აპრილს, 13:00საათზე.

გთხოვთ შემოგვიერთდეთ! დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 14 82 82

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 47
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 38
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 37
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 37
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 34
    საქართველოს პრემიერმინისტრის საახალწლო მილოცვასაქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…