გოდერძი მახარაძე აღდგომას, 16 აპრილს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ორ მსოფლიო რეკორდს დაამყარებს. ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“ ექსკლუზიურად საქართველოს მსოფლიო
მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი“, თავმჯდომარემ, სარეკორდო ასპარეზობის კოორდინატორმა გვანჯი მანიამ დღეს აცნობა:
_„ბატონებო, წარმოგიდგენთ ბატონ გოდერძი მახარაძეს, თქვენთვის უკვე კარგად
ცნობილ 50 წლის ქართველ სპორტსმენს _ თავით ფეხბურთის ბურთის ფლობის
დიდოსტატს, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენს.

გოდერძის მიზანია 2023 წლის 16 აპრილს, კვირას, სოფელ შუხუთის ცენტრში
(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გურიის მხარე, საქართველო) ორი მსოფლიო
სარეკორდო ასპარეზობის გამართვა, ამავე დღეს აქვე დანიშნული ტრადიციული
ლელობურთის დაწყებამდე.1. პოლ ხანის (შვეიცარია) მიერ 8.09.2002 ოვენცსინგენში დამყარებული
რეკორდის გაუმჯობესება – თავით ფეხბურთის ბურთის კენწვლით სახანძროს
გადაბმული კიბის 111 საფეხურზე მეტის დაძლევის სარეკორდო მცდელობა.
2. ამის შემდეგ ერთფუთიანი, 16-კილოგრამიანი, ანუ საქართველოს
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული
სოფელ შუხუთის ტრადიციული ლელობურთის სათამაშო უმძიმესი ბურთის
თავზე დადება და თავდადებული ბურთით 50 მეტრის გავლა 2 წუთზე
ნაკლებ დროში.

მოგახსენებთ, რომ ასეთი მძიმე, უჩვეულო ბურთით ლელობურთის თამაშის
ტრადიცია ძველი დროიდან მოდის და იმართება საქართველოს გურიის მხარეში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის ცენტრში ყოველი აღდგომის
დღეს, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდრით წლეულს 16
აპრილს უწევს. სოფლის ცენტრში, ეკლესიის წინ, აღნიშნული ეკლესიის მღვდელი მის მიერვე აწონილ 16 კილოგრამიან ლელობურთს მაღლა ააგდებს და იწყება თამაში
სოფლის ორი უბნის რჩეულ ვაჟკაცთა შორის, რომელთა გარშემო ორივე უბნის
გულშემატკივართა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.
ლელობურთის თამაში გრძელდება ორ ნაკადულს (ღელეს) შუა ვიდრე ერთი
მხარე ბურთს მოწინააღმდეგე მხარის ღელემდე არ მიიტანს და წყალში არ
ჩააგდებს“_გვითხრა გვანჯი მანიამ.

გაზეთი „ალიონი“ თავად გოდერძი მახარაძესაც ესაუბრა:
_ ეს ჩემი 59-ე და მე-60 რეკორდი იქნება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელებმა სრული თანადგომა გამომიცხადეს და შუხუთის ცენტრში, იქ სადაც  ცაცხვის და მუხის საუკუნოვანი ხეები დგას, იქ გაიმართება. 26 მაისს კი ოზურგეთის კულტურისა და დასვენების განახლებული პარკის გახსნაზეც კიდევ ორი რეკორდის დამყარებას ვგეგმავ.ამაზე უკვე შევთანხმდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან_ გვითხრა გოდერძი მახარაძემ.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 55
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 47
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 47
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 45
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…