ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში წერია.

რეზოლუციის სრული სახელწოდებაა, „უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტაცია და ძალადობრივი გადაადგილება: მათი უსაფრთხო დაბრუნებისთვის პირობების შექმნა, ამ დანაშაულების შეწყვეტა და დამნაშავეების დასჯა“.

„ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ბავშვების ერთი ჯგუფიდან მეორეში ძალადობრივი გადაადგილება იმ მიზნით, რომ განადგურდეს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციის მე-2 მუხლის (e) პუნქტის თანახმად გენოციდის დანაშაულად ითვლება, რაც უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში ან დროებით რუსულ ოკუპაციაში მყოფ ტერიტორიებზე დეპორტაციისა და ძალადობრივად გადაადგილების დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს ემთხვევა“, _  წერია რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთში უკანონოდ დეპორტაციის პრაქტიკა ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე მიმდინარეობდა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 49
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 42
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 39
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 38
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…