თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით.
c
მსგავსი სტატიები
- 54
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-არგვეთას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტომანქანების მოძრაობა დაშვებულია. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ინფორმაცია
- 54
დღეს, 14 საათისთვის ათეულობით ავტომანაქანა ელოდა გზის გახსნას ოზურგეთი _შემოქმედი-ბჟუჯჰესი-გომისმთის მე-13 კილომეტრზე, ე.წ. შლაგბაუმთან. ისინი არ ფლობდნენ ინფორმაცის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი რეჟიმის შესახებ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე…
- 54
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სურამი-საქასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ყველა სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. („ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაცია და ფოტო).
- 52
მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, _ ნათქვამია ინფორმაციაში.
- 51
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით: • ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;…