ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის საზღვარი ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ფინეთის ნატოს 31-ე წევრი 4 აპრილს ოფიციალურად გახდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გადასცა, რომელმაც ფინეთი ნატოს ოფიციალურ წევრად განაცხადა.
რუსეთსა და ფინეთს შორის საზღვარი 1340 კმ-ს შეადგენს. ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი გასულ წელს შეიტანეს უკრაინაში რუსეთის შემდეგ. მანამდე ეს ორი ქვეყანა ნეიტრალურ სტატუსს ემხრობოდა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებას ფინეთის მოსახლეობის 80%-მა მხარი დაუჭირა.
„დღეიდან ფინეთი უფრო უსაფრთხოდ იქნება, ხოლო ნატო ამით გაძლიერდება,“ _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პუტინმა ალიანსში ფინეთის გაწევრიანების პროცესი დააჩქარა, რისთვისაც ის მას მადლობას უხდის.
რაც შეეხება შვედეთს, ნატოში მის გაწევრიანებას ჯერჯერობით თურქეთს ეწინააღმდეგება და ამაზე მოლაპარაკება გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტოკჰოლმს ქურთი ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. შვედეთის გაწევრიანებას ჯერჯერობით უნგრეთმაც არ დაუჭირა მხარი.
როგორც დღევანდელ ცერემონიაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ის იზრუნებს იამზე, რომ ნატოს შემდეგი წევრი შვედეთი გახდეს.
მოსკოვი ნატოში ფინეთის გაწევრიანებას უარყოფითად შეხვდა. კრემლმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იქნება, რომ კონტრზომები მიიღოს.
მსგავსი სტატიები
- 60
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 60
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 52
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 49
ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 48
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…