ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. დეტალურად იმსჯელეს გასული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელებულ ღონისძიებებსა და ბიუჯეტის პარამეტრეზე.

დარბაზის წევრებს ბიუჯეტის გარშემო მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ.მათ ისაუბრეს მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან (2024-2030 წ.წ.) ბიუჯეტის შესახებ, რომელიც უახლოეს ხანში უნდა მომზადდეს.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საზოგადოებრივი დარბაზის წევრების (ლევან ხინთიბიძე, თამაზ ტრაპაიძე, ირაკლი პაპავა, კობა ცერცვაძე) შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.

სხდომას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის  წარმომადგნელები, საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ, განხილვა-დამტკიცების მიზნით.

დარბაზის სხომაზე საბიუჯეტო თემაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა ფრაქცია „საქართველოსათვის“ თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძემ.

_ რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ საზოგადოებრივი დარბაზის ამ ფორმით არსებობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მსგავს ფორმატში წარმოდგენა? _ ამის შესახებ კომენტარი ალეკო ბურჭულაძეს ვთხოვეთ:
— საზოგადოებრივი დარბაზის იდეა, როგორც ასეთი და ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას გულისხმობს, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა დღესდღეობით ამ დარბაზში ვხედავთ მხოლოდ საკრებულოს წევრებს. ასევე, გვესწრება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელთა აქ ყოფნა ძალიან კარგია, თუმცა პრობლემა არის უშუალოდ ხალხის ჩართულობის არარსებობაში. ამ დარბაზში არ ჩანან და საკუთარ მოსაზრებებს ვერ აფიქსირებენ ქალაქის საზოგადოების წევრები, რიგითი მოქალაქეები. არადა საზოგადოებრივი დარბაზი სწორედ მათი ტრიბუნა და მათი მოსაზრებების გაჟღერების ადგილი უნდა იყოს. ბიუჯეტი რომ მაქსიმალურად სახალხო უნდა იყოს და მოქალაქეების ჩართულობით უნდა ყალიბდებოდეს, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან წარმოადგინა ჩვენმა პარტიამ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა  „სახალხო ბიუჯეტირება’“, რომელიც გულისხმობს, რომ ბიუჯეტის გარკვეული ზღვარი მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა განისაზღვროს. ეს ბიუჯეტს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ორიენტირებულს გახდის. ამგვარი პრაქტიკა უკვე არსებობს ევროპის ქვეყნებში და მათ მიერ მიღებული შედეგებიც საკმაოდ ეფექტურია. ჩვენი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, ასევე თვითმართველობის დონეზე და ველით განხილვების დაწყებას. სწორედ მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ დარბაზში მხოლოდ საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია კი არ იკრიბებოდეს, რიგითი მოქალაქეები უნდა მოდიოდნენ და თავად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ბიუჯეტირების პროცესში და მის განკარგვაში. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავად უზრუნველყონ სახალხო ბიუჯეტირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 53
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 52
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…
  • 51
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…