დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, სუსკურის ღელესა და მდინარე სუფსის შეერთების არეალში “ფონდი ქართუს “დაფინანსებით აშენებულმა საჩხერის აგრო კომპლექსის საშენიდან 20 დედალი და 20 მამალი ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში.
_ ჩვენი ფონდი ფონდ „ქართუსთან“ და ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის მდგრად განვითარებაში, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისე, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მეტიც, მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები შეიძლება მიმართული იქნას გარემოს რეაბილიტაციასა და მისი მდგრადი გამოყენებისკენ.
ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ქ. თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციაში, მთაწმინდის განაშენიანებაში, სადაც ჩვენ 150 000 მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეები დავრგეთ. ვმუშაობთ ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის. ვმუშაობთ იაღლუჯის ქედისა და ქ. რუსთავის გარშემო განაშენიანებისათვის. დიდი სამუშაოები ჩავატარეთ მდინარე ალაზნის ხეობის რეაბილიტაციისათვის.
სართიჭალაში სანერგე გვაქვს, სადაც ტყის მცენარეები გამოგვყავს. უნდა აღვადგინოთ წლების წინ ბუნებაზე მიყენებული ზარალი. ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს; ერთ-ერთი ასეთია _ უნდა მოვაშენოთ კეთილშობილი ირემი და ირემლაღი
რა თქმა უნდა, ნადირ-ფრინველის მოშენება ბრაკონიერობის აღმოფხვრაზეა დამოკიდებული. უნდა გამკაცრდეს კანონი და ბრაკონიერებზე უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები. მსგავსი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და როცა ნადირ-ფრინველი მომრავლდება, სამონადირეო ტურიზმიც განვითარდება._ გვითხრა თემურ ტყემალაძემ.
თემურ ტყემალაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ლავრენტი ბიგვავასთან და გელა აროშიძესთან საუბარში აღნიშნა, რომ გარემოს დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის პასუხისმგებლობა. მაგალითად საფრანგეთში, მონადირე იხვზე ნადირობისას არასდროს ესვრის მოწინავე იხვს, ისინი ბოლო ორ იხვს ესვრიან. თუკი შეეშალათ, თავად უკავშირდებიან გარემოსდამცველებს ჯარიმას იხდიან.
თემურ ტყემალაძის თქმით ისინი ველურ ბუნებაში ხოხბების გაშვების რაოდენობას 2000 ფრთიდან 10 000-მდე გაზრდიან.
მსგავსი სტატიები
- 86
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 77
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 76
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
- 73
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…