„ჩემი ბედნიერების სრულყოფილებისათვის მთავარია სამშობლოს უკეთესი აწმყო“ _ასე წერს მსახიობი(გადაღებულია ფილმებშიც), მომღერალი, მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მოჭადრაკე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, სამოქალაქო აქტივისტი, ქველმოქმედი, კოლორიტი გურული, ახალგაზრდული ენერგიითა და ხალისით სავსე, – ამ ყველაფერს აერთიანებს 83 წლის ჯემალ კეჭაყმაძე.
6 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, მწერალი ჯემალ კეჭაყმაძე დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე თავისი ტაქსით უფასოდ ემსახურება მომლოცველებს, სხვა მოქალაქეებს. მისი მომსახურების არეალი ოზურგეთის ყველა დაბა და სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მან საკმაოდ რთული ოპერაცია გაიკეთა და 3 დღის გამოწერილი იყო საავადმყოფოდან იგი აღდგომას მისი უფასო ტაქსით კვლავ მომლოცველების განკარგულებაში იყო.
შაბათს, სააღდგომო ლიტურღიის დაწყების წინ მას უფასოდ გადაჰყავდა მომლოცველები სხვადასხვა ტაძარში შემოქმედში, ცხემლისხიდში, ბოხვაურში, კვირიკეთში, ექადიაზე და ოზურგეთის საკათედრო ტაძარში.
იგი აღდგომის დღესაც მოქალაქეების განკარგულებაში იყო არაერთი უფასო რეისი გააკეთა.
ვულოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას ვუსურვებთ ბატონ ჯემალს!
ოზურგეთს ასეთი ადამიანები ამშვენებენ..
მსგავსი სტატიები
- 52
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 50
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 48
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 44
განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი, კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
- 41
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…