ხვალ 9 აპრილია _ კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთი ყველზე სამარცხვინო სადამსჯელო ოპერაციის 34 წლისთავი.
1989 წლის 9 აპრილს, განთიადისას. ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა არმიის სპეციალურმა ნაწილებმა ბარბაროსულად დაარბიეს, ორლესური ნიჩბებით აჩეხეს ქართველი საჯიშე გოგო-ბიჭები. ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ განსაკუთრებული დანიშნულების რაზმები, საჰაერო-სადესანტო პოლკის და სხვა რაზმების 2550 ადამიანი, ოცამდე ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა საბრძოლო მანქანa, გამოიყენეს უცნობი ტოქსიკური მომწავლელი ნივთიერება, რითაც სხვადასხვა ფორმით ასეულობით ადამიანი მოიწამლა.
9 აპრილის სპეცოპერაციის შედეგად ტრაგიკული მოვლენების ადგილზე 16 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში, მიღებული ტრავმების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მოწამვლით ერთი, _ სულ 21 ადამიანი.
მსგავსი სტატიები
- 41
ოზურგეთის „მერცხალი,“ რომელიც საქართველოს პირველობაზე რეგიონლიგაში („ბ“ დასავლეთი ჯგუფი) გამოდის, 9 გუნდს შორის მე-7 ადგილზეა. ახალგაზრდული გუნდი, რომელიც არც საკმარისი დაფინანსებით და არც დიდი ყურადღებითაა განებივრებული, ცდილობს „მერცხალი“ საერთოდ არ გაქრეს საფეხბურთო რუკიდან. გასულ წლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდა აზრი კლუბის გაყიდვის შესახებ, მაგრამ მერის თანაშემწის ალეკო ბერიძის ეს წინადადება არ…
- 35
ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია! გიორგიმ ფინალური შეხვედრა ფინელ ტინო ტაპიო ოჯალასთან, ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში, 4:5 დათმო. გიორგი შოთაძე _ ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2018წ. 67 კგ), ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი (2016 წ. , 50 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (2016 წ., 50 კგ, 2017 წ. 58 კგ)…
- 34
ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ოზურგეთის „მერცხალი“, რომელიც საქართველოს 3-გზის ჩემპიონი და 2-გზის თასის მფლობელი იყო, 2-ჯერ გაიმარჯვა იმჟამინდელი სსრკ-ს მე-2 ლიგის ჩემპიონატში, იყო საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) მონაწილე, დღეს საქართველოს პირველობის მე-5 ლიგის „ბ“ ჯგუფის ბოლოადგილოსანია. რომ არა ბოლო, მე-10 ტურში ოზურგეთში, ასევე აუტსაიდერ, ხულოს „ხიხანთან“…
- 33
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება! 13 მარტს ხალიჩები ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. ევროპის პირველობისთვის ოზურგეთელი გიორგი თოხაძე ( 55 კგ), საბა მამალაძე ( 82 კგ), ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე (62 კგ.) იბრძოლებენ. გიორგი თოხაძე _ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2018წ. 51 კგ), ჭაბუკებს შორის…
- 31
მაიამიში (აშშ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გაკეთდა სენსაციური დასკვნები. გრაკლიანზე აღმოჩენილი უძველესი წარწერა თარიღდება ძვ.წ. 1005-920 წწ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა 3000 წელზე მეტია არსებობს. მცხოვრებლებმა ამ ტერიტორიაზე ფინიკიელებზე ადრე დაიწყეს წერა. აღმოჩენა მთლიანად ცვლის დედამიწაზე წერის წარმოშობის წარმოდგენას. (ინფორმაცია ნატალი ვაშალომიძის ფეისბუქგვერდიდან