დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს  მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით  ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV, V – VIII, IX – XII კლასები) გადანაწილდა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, საშუალო კლასების მოსწავლეებმა პოსტერები, უფროსკლასელებმა კი, აღნიშნულ თემაზე ესე დაწერეს.

„ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ძირითადი მიმართულებებია გარემოსდაცვა და განათლება. ამ კონკურსის საშუალებით, ერთი მხრივ, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი თემების მიმართ ცნობიერების ამაღლება, მეორე მხრივ კი, ჯილდოს სახით გამარჯვებულებისათვის ისეთი პრიზების გადაცემა გვინდოდა, რომელიც კვლავ მათ განათლებას მოხმარდებოდა. ვფიქრობ, ამ კონკურსმა ეს მისია შეასრულა. 81 მონაწილე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლების დირექტორებს, ქალბატონ ნანა ჭეიშვილსა და ქალბატონ  ალექსანდრა მარს, მათი და სკოლის მასწავლებლების დახმარების გარეშე რთული იქნებოდა ამ კონკურსის ჩატარება. მადლობა თითოეულ მონაწილეს. ვფიქრობ, ასეთი კონკურსები სტიმულია, გააუმჯობესო შედეგები და იზრუნო განვითარებაზე“_ განაცხადბა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ. 

ჩხაკაურას და მთისპირის საჯარო სკოლებმა დამოუკიდებლად მიიღეს კონკურსში მონაწილეობა. დაჯილდოების ღონისძიება ორივე სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ბახვი ჰესის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი დავით კობერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, მთისპირში მერის წარმომადგენელი ვლადიმერ ჩავლეშვილი და მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების პედაგოგიური კოლექტივი დირექტორების, ნანა ჭეიშვილისა და ალესანდრა მარის ხელმძღვანელობით.

ორივე სკოლაში თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში სამი (I, II, III ადგილები) გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის ფარგლებში ორივე სკოლაში 9 და 10, ჯამში კი, 19 მოსწავლე დაჯილდოვდა. ჩხაკაურას საჯარო სკოლაში პოსტერების კონკურსში მესამე ადგილზე ორი მოსწავლე გავიდა. კომპანია ბახვი ჰესმა გამარჯვებულებს საჩუქრად ვაუჩერები გადასცა, რომელთა მეშვეობით ბიბლუსის ქსელში წიგნების შეძენა შეუძლიათ. დანარჩენ 62 მოსწავლეს კი, კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატები დაურიგდათ.

„უკვე მესამე წელია ბახვი ჰესის პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრი ვარ. ეს სათათბირო ორგანო კომპანიამ 2021 წლის აგვისტოში დააფუძნა. ამ დღიდან მოყოლებული თითქმის ყოველთვიურ რეჟიმში იკრიბებოდა საბჭო და განვიხილავდით საკითხებს, რომელიც საზოგადოების დიდი ინტერესის საგანი იყო – გარემოსდაცვა და სოციალური პროექტები. თითოეული პროექტის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, როგორ დაიგეგმა და რა მიზნები ჰქონდა კომპანიას, ამ პროექტების მოსახლეობისთვის შეთავაზებით. ჩვენი, საბჭოს წევრების მონაწილეობაც დიდი იყო დაგეგმვის პროცესში. 2023 წლიდან კი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, ჩვენი პროფილის მიხედვით, ჩართულები ვართ უკვე განხორციელების ეტაპზე.    იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სფერო გარემოსდაცვაა, აღნიშნული კონკურსის კურატორი ვიყავი და უნდა აღვნიშნო, რომ პროექტი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართა. გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  ადრეული ასაკიდან არის საჭირო. ამ პროექტით კი, სკოლის მოსწავლეებს  მიეცათ საშუალება გამოეხატათ, გადმოეცათ  თავიანთი ემოცია, თუ როგორ ესმით ,,დედამიწის დღე“ და როგორ უნდა ვიზრუნოთ ერთად დედამიწაზე“ _ განაცხადა პროექტის კურატორმა, ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსმა, ლელა მდინარაძემ.

მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ, კომპანია ბახვი ჰესის თანამშრომლები, მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრი და ასევე, კომპანია ბახვი ჰესის მიერ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამის ტრენერები. ხმის მიცემა აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართა. ნამუშევრების ავტორების ვინაობა  ჟიურის წევრებისთვის არც ერთ ეტაპზე არ იყო ცნობილი.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 92
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 91
     ბახვი ჰესის ტრენინგების ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა  2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…
  • 86
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 86
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა  2023 მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამას ანახლებს, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ გააგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების კურსის სწავლებას, ქეთი ლობჟანიძე კი ახალგაზრდებს პროფესიული ორიენტაციის საფუძვლებს გააცნობს, მოუყვება ისეთ პროფესიებზე,…

არ გამოტოვოთ