აღდგომას, 16 აპრილს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ოზურგეთელმა გოდერძი მახარაძემ მორიგი  მსოფლიო რეკორდები დაამყარა.

გოდერძი მახარაძის პირველი რეკორდი  სოფლის ცენტრში ასწლოვან ცაცხვის ხეზე მიმაგრებული სახანძრო გადაბმულ კიბის საფეხურებზე თავით ბურთის კენწვლით 111 საფეხურზე მეტის დაძლევის მცდელობას  ითვალისწინებდა, რითაც უნდა გაეუმჯობესებინა პოლ ხანის (შვეიცარია) 2002 წლის 9 სექტემბერს ოვენცსინგენში დამყარებული რეკორდი.

გოდერძი მახარაძემ არათუ დაძლია, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პოლ ხანის მიერ დამყარებული რეკორდი და სახანძრო კიბის 358 საფეხური დაძლია. ამისთვის მას 17 წუთი და 35 წამი დასჭირდა. 

მეორე რეკორდი „ექსკლუზიური“ იყო გოდერძისათვის. მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული სოფელ შუხუთის ტრადიციული ლელობურთის სათამაშო უმძიმესი ბურთი თავზე დაედო და თავდადებული ბურთით 50 მეტრი 2 წუთზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა.

მსოფლიოში მსგავსი რკორდი არსებობს, მაგრამ მხოლოდ 5 კილოგრამიანი ბურთით.

წელს ლელობურთის წონა კი 16,4 კილოგრამს შეადგენდა. გოდერძიმ მართლაც სარეკორდო დროში (32,30 წამი) შეძლო 50 მეტრი მანძილის დაფარვა.

რეკორდების დამყარების შემდეგ გოდერძი მახარაძე გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა:

_ ეს ჩემი 59-ე და მე-60 რეკორდი გახლდათ. ისინი ბადრი პატარკაცისშვილის ხსოვნას მივუძღვენი. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გინესისა და მსოფლიოს პირველი რეკორდების დამყარებაში დამეხმარა. ამჟამად კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა სრული თანადგომა გამომიცხადა. მორიგ მსოფლიო რეკორდების დამყარებას  26 მაისს, ქ. ოზურგეთში, კულტურისა და დასვენების პარკის გახსნაზე ვგეგმავ _გვითხრა მან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 43
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 42
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 37
    გოდერძი მახარაძის გინესის რეკორდების დღე ოზურგეთშიდღეს, ოზურგეთის სპორტის სასახლეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტული სექციის მთავარმა სპეციალისტმა გოდერძი მახარაძემ გინესის 4 რეკორდი დაამყარა. გოდერძიმ პირველი რეკორდი 10 წუთის განმავლობაში თავით ფეხბურთის ბურთის 17-მეტი აკენწვლა უნდა ყოფილიყო. რეკორედების დიდოსტატმა 10 წუთში ბურთი 2022-ჯერ აკენწლა. პირველი რეკორდის შემდეგ გოდერძიმ ინდოელი კრიშნან კუმარაველუს 2 რეკორდი ზედიზედ დაამხო.…
  • 36
    გოდერძი მახარაძე აღდგომას, სოფელ შუხუთში ორ მსოფლიო რეკორდს დაამყარებსგოდერძი მახარაძე აღდგომას, 16 აპრილს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ორ მსოფლიო რეკორდს დაამყარებს. ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“ ექსკლუზიურად საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი“, თავმჯდომარემ, სარეკორდო ასპარეზობის კოორდინატორმა გვანჯი მანიამ დღეს აცნობა: _„ბატონებო, წარმოგიდგენთ ბატონ გოდერძი მახარაძეს, თქვენთვის უკვე კარგად ცნობილ 50 წლის ქართველ სპორტსმენს _ თავით ფეხბურთის ბურთის…
  • 34
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…