სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
,,ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 34 წელი გავიდა. საბჭოთა რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას 21 გმირი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის იყვნენ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა პატივისცემა თითოეული 9 აპრილის გმირის მიმართ, ქედი მოვიხარო გარდაცვლილების ხსოვნის წინაშე და მადლობა ვუთხრა თავისუფლებისთვის“,_  აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მსგავსი სტატიები

  • 68
    გურიაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ,,1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიგული დღეა! 21 გმირი საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირა;…
  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    გურიაში რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგესგურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო. ,,15 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ- საქართველოს უთანასწორო ომიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი ვაჟკაცი შეეწირა. მათ შორის, გურიის რეგიონმა დაკარგა 9 გმირი. მინდა, ქედი…
  • 49
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 47
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ