🔘ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, პორტუგალიის ქალაქ ბრაგის თეატრალურ კომპანიასთან ერთად, ETA- ევრაზიის თეატრალური ასოციაციის ფარგლებში განვითარებული ურთიერთთანამშრომობის გაღრმავებას ორი სხვადასხვა კოპროდუქციის ერთობლივი წარმოებით 2023 და 2024 წლებში შეეცდება.
🔘აღნიშნულიდან გამომდინარე პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ბრაგის თეატრალური კომპანიის სცენაზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ცისკარი“ –(ნოდარ დუმბაძე) დაიდგა, რომლის მსოფლიო პრემიერაც 4 აპრილს, პირველ საერთაშორისო წარმოდგენაზე (MIT MOSTRA INTERNATIONAL DE TEATRO /CAMINHOS SEM FRONTEIRAS) განხორციელდება და როგორც ურთიერთანამშრომლობის პროტოკოლით არის განსაზღვრული მთელი წლის მანძილზე პორტუგალიაში სხვადასხვა ქალაქებში იქნება ნაჩვენები.
🔘,,ცისკარი“ -რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე)გახლავთ. სპექტაკლი თოჯინურ ცოცხალი პლანის სინთეზს წარმოადგენს და გამორჩეული ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე -ჩანაწერებზე დაყრდნობით გვიყვება. . მსოფლიო პრემიერას ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი _ ვასო ჩიგოგიძე დაესწრება.

მსგავსი სტატიები

  • 51
    ნოდარ დუმბაძის „ცისკარის“ წარმატებული პრემიერა პორტუგალიაშიპორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ერთობლივი ნამუშევრის ,,ცისკარი” (ნოდარ დუმბაძე) მსოფლიო პრემიერა განხორციელდა, რომელიც ასევე პირველ საერთაშორისო წარმოდგენაზე სახელწოდებით (MIT MOSTRA INTERNATIONAL DE TEATRO /CAMINHOS SEM FRONTEIRAS)იქნება ნაჩვენები მსოფლიო პრემიერას საქართველოს კონსული პორტუგალიის რესპუბლიკაში ირაკლი ქოიავა, საქართველოს დესპანი პორტუგალიის რესპუბლიკაში ცოტნე ზურაბიანი, ქ. პორტუგალიისა…
  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 44
    ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს2023 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება. წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს 7 უცხოეთის…
  • 41
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 40
    ვულოცავთ_ ვასილ ჩიგოგიძე 70 წლისაადღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსს ვასილ ჩიგოგიძის 70 წელი შეუსრულდა. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და ადმინისტრაცია ულოცავს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თეატრის უდიდეს ქომაგს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას…