თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით.

c

მსგავსი სტატიები

  • 54
    სურამი-საქასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სურამი-საქასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ყველა სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. („ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაცია და ფოტო).
  • 54
    დღეს, კურორტ გომისმთის მიმართულებით ათეულობით მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ელოდა გზის გახსნასდღეს, 14 საათისთვის ათეულობით  ავტომანაქანა ელოდა გზის გახსნას ოზურგეთი _შემოქმედი-ბჟუჯჰესი-გომისმთის მე-13 კილომეტრზე, ე.წ. შლაგბაუმთან. ისინი არ ფლობდნენ ინფორმაცის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი რეჟიმის შესახებ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე…
  • 54
    სურამი-არგვეთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულიაინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-არგვეთას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტომანქანების მოძრაობა დაშვებულია. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ინფორმაცია
  • 52
    მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალამეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, _ ნათქვამია ინფორმაციაში.
  • 51
    რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალებასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 15 მარტის 00:00სთ-დან 07:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი…

არ გამოტოვოთ