„კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე“,_  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება, იდენტიფიცირებადი იქნება და მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

გარდა ამისა, მაია ბითაძის თქმით, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.

_ „დღესდღეობით, კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, არ არსებობს. თავშესაფრები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტშია. ზოგადად, პრობლემაა ძაღლების ყოლა- გამრავლებასთან კავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კასტრაცია-სტერილიზაციის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია თითქმის 70%-ით, ასევე, საოპერაციოებისა და ვეტერინარების რაოდენობა, დინამიკაში ასევე გაზრდილია იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებიც გაგდებულნი არიან ქუჩაში და შემდგომ უკონტროლო გამრავლებას ექვემდებარებიან. დინამიკაში ვერ ეწევა სტერილიზაცია კასტრაცია ძაღლების ყოლისა და ქუჩაში გაგდების პროცენტულ მაჩვენებელს.

სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო პროექტი უკვე მომზადებულია კომიტეტში. ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მერიაში მუშაობისას დავიწყეთ (როდესაც მერის მოადგილე გახლდით). შარშან მერმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტი უკვე გადაეცემოდა საქართველოს პარლამენტს. ეს კანონპროექტი არ იქნება მხოლოდ დედაქალისათვის. დაფარავს მთელს საქართველოს, კანონპროექტი პრაქტიკულად მზად არის. ჩვენ დაგვრჩა 4 მიკრო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, რასაც აპრილში განვახორციელებთ. გვქონდა აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ პირთან, დაახლოებით, 90-მდე შეხვედრა შედგა.

ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დონორებთან, რომ დათვლილი იქნას ფინანსური მაჩვენებლები, თუ რა თანხები უნდა გაიღოს თითოეულმა მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ თავშესაფრები, საოპერაციოები შეიქმნას. ასევე, აღჭურვილი იყოს ყველა მუნიციპალიტეტი შესაბამისი საშუალებებით.

და, მეორე კუთხით, ფართო საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი იქნება, მკაცრად გაკონტროლდეს ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები. სხვანაირად, სახელმწიფოს მხრიდან რაც არ უნდა საოპერაციოები შეიქმნას და კასტრაცია-სტერილიზაცია ჩატარდეს ყოველდღიურად, თუ არ გაკონტროლდნენ ადამიანები, ვინც ყიდულობს ან ამრავლებს ძაღლებს, პრაქტიკულად, პრობლემა ვერ გადაიჭრება.

ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ ცხოველთა რაოდენობის კონტროლი განხორციელდეს. ამ კონტროლის განხორციელების ერთადერთი საშუალება არსებობს, ეს არის ძაღლების მიკვლევადობა. ამ კანონის შექმნის პარალელურად, ჩვენ ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული პორტალი.

კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს, ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე. იდენტიფიცირებადი იქნება ყველა ძაღლი, რომელიც მოხვდება ქუჩაში და შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული.

ამასთან, სანქციების გაზრდა იგეგმება ძაღლების სეირნობის წესების დარღვევისთვის და ასევე ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ მოდაშია და შემდგომ ამ ძაღლს ქუჩაში აგდებენ და ტრაგიკულ მდგომარეობაში ამყოფებენ ცხოველსაც და პრობლემას უქმნიან მოსახლეობასაც“,_ განაცხადა მაია ბითაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 67
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 66
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 63
    ძაღლის ქუჩაში გაგდების გამო მეპატრონე მაღალ ჯარიმას გადაიხდისძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები მკაცრად გაკონტროლდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, კანონპროექტი უკვე მზადაა, რომლის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ ყველა ძაღლის იდენტიფიცირება მოხდეს. როგორც ბითაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ძაღლის ქუჩაში გაგდების გამო მეპატრონე მაღალ ჯარიმას გადაიხდის. „უკვე რამდენიმე წელია, რაც…
  • 62
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…

არ გამოტოვოთ