კომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში, გურიის რეგიონში მნიშნველოვანი ინიციატივა ხორცილედება, რაც გულისხმობს „გურიის ჩაის გზის“ შექმნას. „გურიის ჩაის გზის“ პროექტი მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების შესწავლასა და მათ გაუმჯობესებას, „გურიის ჩაის გზის“ ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც მაგალითად, კახეთში ღვინის. „ჩაის გზის“ მარშრუტი აკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე სახლის ტიპის სასტუმროსა და მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. მოცემულ მარშრუტზე მოგზაურობის პროცესში სტუმრებს აქვთ საშუალება დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.
„ასოციაცია ჩაის გზის“ განვითარების პროექტი უნდა ითქვას, რომ წარმატებით მიმდინარეობს. დიდი მადლობა ამისთვის ასოციაციას და მის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე. მათ უდიდესი საქმე შეასრულეს, რომელიც ნამდვილად უწყობს ხელს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას, ახალი მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ტურისტებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გამოცდილების მიღების შესაძლებლობებზე. გურია კი თავისი ბუნებით, ფოლკლორით, ტრადიციული სამზარეულოთი და ჩაის კულტურით, არის სწორედ ის ადგილი, რომელსაც აქვს რესურსი შესთავაზოს უცხოელ სტუმარს დაუვიწყარი გამოცდილება. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს პარტნიორთან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, გვეძლევა საშუალება განვავითაროთ ეს პროექტი და გავაძლიეროთ გურული ჩაის შესახებ არსებული ცოდნა და გამოცდილება“ _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
„ჩვენ მოვიძიეთ 16 მასპინძელი ოჯახი ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, მოვიზიდეთ დარგის ექსპერტები და მათთან ერთად მოვახდინეთ საჭიროებების იდენტიფიცირება, შემდეგ კი ამ საჭიროებებზე მორგებული სერვისები გავუწიეთ ობიექტებს. მაგალითად, თითოეული ობიექტისთვის შეიქმნა მარკეტინგული გეგმა და ლოგოები, სოციალურ ქსელებში დავარეგისტრირეთ გვერდები, მოვახდინეთ მათი სხვადასხვა ტურისტულ აპლიკაციებში ინტეგრაცია, მარკეტინგულად შევფუთეთ ტურისტული მიმართულებები, მოვაწესრიგებინეთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობდა სადეგუსტაციო სივრცეების შექმნას ან განახლებას, ჩავატარეთ ინდივიდუალური კონსულტაციები პროდუქტის შექმნა-განვითარების სრული ციკლისთვის, ასევე, გავუწიეთ კონსულტაციები გასტრონომიის მიმართულებით, მოვაწესრიგეთ მენიუები. დიდი სამუშაო ჩატარდა უდაოდ და ვფიქრობ, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მასპინძელი ოჯახებისთვის იქნება ის იარაღი, რომელიც დაეხმარება მათ ტურისტების მოზიდვასა და კმაყოფილების ინდექსის ზრდაში“ _ განაცხადა ია ურუშაძემ, ჩაის გზის სტუმარ-მასპინძლობის კოორდინატორმა.
„ასოციაცია ჩაის გზა“ თანდათან ავითარებს სექტორს და პოპულარიზაციას უწევს ჩაის კულტურას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ორი წლის განმავლობაში „ასოციაცია ჩაის გზა“ მის წევრებთან ერთად იღებს მონაწილეობას ფესტივალებში, თავადაც აწყობს გამოფენა-გაყიდვებს, ამყარებს ურთიერთობებს იმპორტიორებთან, რათა გაიზარდოს გურული ჩაის ექსპორტი. ასოციაცია მუშაობს გურული ჩაის სტანდარტზეც, რაც გულისხმობს არსებული სტანდარტის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის მოყვანას. აპრილის თვეში, ასოციაციის თავმჯდომარეს ჰქონდა შეხვედრები პრაღაში იმპორტიორ კომპანია “Tea Mountain Co”-ს ხელმძღვანელობასთან. წელს კომპანია 800-დან 1000 ტონამდე ჩაის ექსპორტს გეგმავს ჩეხეთში.
30 აპრილს თბილისში, მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა, სადაც ჩაის 20-მდე ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებელი მონაწილეობდა. ფესტივალზე „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრებმაც (“შემოქმედი” – ოზურგეთი, “ნაგომარი” – ოზურგეთი და “არომატი” – ლანჩხუთი) მიიღეს მონაწილეობა.
ბახვი ჰესი აგრძელებს „ჩაის გზის ასოციაციის“ მხარდაჭერას. ზაფხულის სეზონისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 95
2022 წლის 24-26 ოქტომბერს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ასოციაცია, DMO იმერეთმა ასოციაცია „ჩაის გზის“ 12 წევრს და პროექტის „გურიის სტუმარ-მასპინძლობის გზის“ მონაწილეებს უმასპინძლა.გურიიდან იმერეთში დელეგაციის ჩასვლის მიზანი იყო იმერეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მონახულება და იმ სპეციფიკაციების გაცნობა, რაც ამ ბიზნესს ახასიათებს. ინფო-ტურის მონაწილეებს ჩაუტარდათ სასწავლო-გაცნობითი ტრენინგი, იმერული სამზარეულოს კერძების მასტერკლასები.…
- 87
26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი…
- 84
დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
- 80
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78
https://www.youtube.com/watch?v=amcybw72QmU „გურიის ჩაის გზის პროექტი“, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. გურიაში, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების აღდგენა და ტურისტებისთვის გამოცდილების შეთავაზების შესაბამისი ფორმების ძიება-განვითარება, ასევე, გურული ჩაის ხარისხის სტანდარტიზაცია, გასაღების ბაზრების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და ბრენდინგისა და შეფუთვების შექმნა, იქნება ის საქმიანობა, რომლითაც უნდა დაკავდეს „ასოციაცია ჩაის…